კვირას, 31 იანვარს,მაია ჩიბურდანიძის ონლაინ-კლუბში ჩატარდა 3 ტურნირი: 2 რაპიდის და 1 ბლიცის კატეგორიაში. სამივე ტურნირში 77 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას!

A ბლიც-ტურნირში, სადაც 2000-ზე მაღალი რეიტინგის მოჭადრაკე თამაშობდა, 5-დან 4.5 ქულით პირველობა მოიპოვა გიორგი წანაწყენიშვილმა გურჯაანიდან!

მეორე ადგილი 4 ქულით წილად ხვდა ოზურგეთელ თენგიზ თოიძეს!

მესამე ადგილი კი, 3.5 ქულით დაიკავა გამარჯვებულის ძმამ, ალექსანდრე წანაწყენიშვილმა!

B რაპიდ-ტურნირში, სადაც 1200-დან 2000-მდე რეიტინგის მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას, 7-დან 6 ქულით გაიმარჯვა თბილისელმა მიხეილ კვირტიამ!

მეორე ადგილი 5.5 ქულით წილად ხვდა ასევე თბილისელ ილია კავკასიძეს!

მესამე ადგილი კი 5 ქულით ორმა მოჭადრაკემ გაიყო! საუკეთესო კოეფიციენტი აღმოაჩნდა ნიკოლოზ გვენეტაძეს!

C რაპიდ-ტურნირში, სადაც 1200-ზე ნაკლები რეიტინგის მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას, 7-დან 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა 7 წლამდე საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული – ბარბარე შონია (ბორჯომი)!

მეორე ადგილი 5.5 ქულით თბილისელმა ბექა ბითარაშვილმა დაიკავა!

5 ქულის მოგროვება ორმა მოჭადრაკემ შესძლო, უკეთესი დამატებითი მონაცემით კი მესამე ადგილი ელენე ვაშაკიძეს ერგო (ქუთაისი)!