დ ე ბუ ლ ე ბ ა

  1. შეჯიბრების გამართვის დრო და ადგილი: თბილისი. ჭადრაკის სასახლე. 24 მაისი.2022 წ.  13.00 სთ.
  2. მონაწილენი – ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია                        ყველა კვალიფიციურ მოჭადრაკეს.
  3. შეჯიბრების ორგანიზაცია – ერთი საათის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა ამოხსნან 6 ამოცანა და ეტიუდი. თვითოეული კომპოზიციის სრული ამოხსნა ფასდება 5 ქულით.
  4. გამარჯვებულების გამოვლენა – ადგილები განაწილდება მოგროვილი ქულების მიხედვით. თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება დახარჯული დრო.
  5. დაჯილდოვება – პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით.
  6. ჩემპიონატის მთავარი მსაჯია – საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე.