28 აპრილი – 7 მაისი, 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

3. ჩატარების ვადები და ადგილი:

28.04-07.05. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.

4. მონაწილენი:

4.1. ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 16 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

4.2. 8 და 12 წლამდე ტურნირში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

– 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატში 1-3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;

– 2023 წლის 8, 10 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების

პირველი ლიგებიდან – 5-5 მოჭადრაკე;

– 2023 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:

3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს რეგიონს,

დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ რეგიონებს რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეთა

რაოდენობის შესაბამისად: 5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34

მონაწილეზე 3 ადგილი; 35-44 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.

5. სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

6. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

7. რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:

7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის (30 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

7.2. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (26 აპრილის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

7.3. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 60 ლარი.

7.4. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22

8. თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;

5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. ტურნირის განრიგი:

ტური რიცხვი 8 წლამდე 12 და 16 წლამდე

ჩამოსვლის დღე 28 აპრილი

I ტურის კენჭისყრა 28 აპრილი 20:00 20:00

გახსნა 29 აპრილი 10:45 15:45

I ტური 29 აპრილი 11:00 16:00

II ტური 30 აპრილი 11:00 16:00

III ტური 1 მაისი 11:00 16:00

IVტური 2 მაისი 11:00 16:00

Vტური 3 მაისი 11:00 16:00

VI ტური 4 მაისი 11:00 16:00

VII ტური 5 მაისი 11:00 16:00

VIII ტური 6 მაისი 11:00 16:00

IX ტური 7 მაისი 11:00 16:00

დახურვა 7 მაისი 20:00 20:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

10. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე

შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

– 2023 წლის საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების

შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;

ბ) II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

11. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას;

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი