დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

16 – 25 ივნისი, 2023 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

   16.06-25.06. 2023 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.

  • მონაწილენი:
    • ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 10 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 14 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 18 წლამდე – 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

  • 10 წლამდე ტურნირში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

– 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატში 1-3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;

– 2023 წლის 10 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების

  პირველი ლიგებიდან – 5-5 მოჭადრაკე;

– 2023 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:

       3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს რეგიონს,

       დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

  ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ რეგიონებს რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეთა

რაოდენობის შესაბამისად:  5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34

მონაწილეზე 3 ადგილი; 35-44 მონაწილეზე  4 ადგილი და ა.შ.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  • დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
    • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/KwsNmp1z1qKYgYFZ6

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის (30 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 ივნისი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

  • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (13 ივნისის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
    • დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 60 ლარი.
    • რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

   სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

  • თაი– ბრეიქი:

    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვი10 წლამდე14 და 18 წლამდე
ჩამოსვლის დღე16 ივნისი  
I ტურის კენჭისყრა16 ივნისი20:0020:00
გახსნა17 ივნისი10:4515:45
I ტური17 ივნისი11:0016:00
II ტური18 ივნისი11:0016:00
III ტური19 ივნისი11:0016:00
IVტური20 ივნისი11:0016:00
Vტური21 ივნისი11:0016:00
VI ტური22 ივნისი11:0016:00
VII ტური23 ივნისი11:0016:00
VIII ტური24 ივნისი11:0016:00
IX ტური25 ივნისი11:0016:00
დახურვა25 ივნისი20:0020:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  1. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის  ჩემპიონატებზე

შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

– 2023 წლის საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების

შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;

ბ) II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას;

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი