07.10.2019 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ნ. იოსელიანი, დ. გურგენიძე,
გ. მაჭარაშვილი, ა. არსენიძე, ლ.ჯანჯღავა, ს. გვეტაძე, მ. მილორავა, მ. მჭედლიშვილი,
მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
- ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა მე-3 ნაკრების შემადგენლობის დამტკიცება / ს. გვეტაძე/;
- ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა 1-ლ ნაკრებში ცვლილებების შესახებ /მ. მჭედლიშვილი/;
- ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019 -ის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
- ნინო ხურციძის თასი-2019 -ის შედეგების შეფასება /გ.გიორგაძე/;
- სხვადასხვა:
ა)საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რებრენდინგის შესახებ /გ.გიორგაძე/;
ბ)ფიდეს- რეიტინგ-ლისტის განახლების შესახებ /გ.გიორგაძე/.
გამგეობის გადაწყვეტილება:
1.ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (23.10-03.11.2019 წ. ქ. ბათუმი) ქალთა მე-3 ნაკრები დაკომპლექტდეს შემდეგი კრიტერიუმით:
ა) საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონები(14,16,18 და 20 წ.წ.);
ბ) 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით (2019 წ. 1 იანვრიდან დღემდე საშუალო რეიტინგით).
- წოწონავა ელენე – 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ქორიძე ლილე – 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ესაძე თამარ – 16 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ლომაია დიანა – 14 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ფიფია ეკატერინე – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით;
- დონღვანი ნია – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით, 1-ლი კანდიდატი.
იმის გამო, რომ ე. წოწონავა მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წ. გოგონათა შორის (14.10-26.102019 წ. ინდოეთი) ე. წოწონავას მაგივრად გუნდში მოხვდა ნ.დონღვანი, როგორც 1-ლი სათადარიგო მონაწილე.
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა მე-3 ნაკრები დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით”
- ქორიძე ლილე – 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ესაძე თამარ – 16 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ლომაია დიანა – 14 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
- ფიფია ეკატერინე – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით;
- დონღვანი ნია – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით.
ქალთა მე-2 ნაკრების მწვრთნელად პ.გელაზონიას ნაცვლად დ. ზარქუა;
- ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019 -ის ჩატარებისთვის გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს წარმატებულად;
- ნინო ხურციძის თასი-2019 -ის ჩატარებისთვის გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს წარმატებულად;
მადლობა გამოეცხადოს ტურნირის დირექტორს, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ზაზა ლომინაძეს, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.
- სხვადასხვა:
ა) ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რებრენდინგის შესახებ
მიღებულ იქნას ცნობად.
ბ) ინფორმაცია ფიდეს- რეიტინგ-ლისტის განახლების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.
დაევალოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივანს სოფიო გვეტაძეს
კოორდინაცია გაუწიოს საკითხს, ღონისძიებების/მსაჯთა და საკვალიფიკაციო
ომისიასთან ერთად, განაახლონ ქართველ მოჭადრაკეთა რეიტინგ-ლისტი.
სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე
მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი