სხდომა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი გიორგაძე, ზურაბ მიქაძე, ვალერიანე გაფრინდაშვილი,  სოფიო გვეტაძე, დათო კოდუა, ალექსანდრე არსენიძე, ნანა იოსელიანი,ზურაბ სტურუა, ემზარ ზენაიშვილი, ლაშა ჯანჯღავა, დავით გურგენიძე, გიორგი მაჭარაშვილი, მარინა მილორავა.         

სხდომის მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი.

                                                                    დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის კვლევის შესახებ – „კარგი მართველობა“ /გ. გიორგაძე/;                                                   

2. ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ /გ. გიორგაძე/;

3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2020 – 2021 წ.წ. ბიუჯეტი /გ. გიორგაძე/;

4. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის სპორტული კალენდრის დამტკიცება /დ.კოდუა/;   

5. საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ცვლილების და საქართველოს  

    ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის ახალი წევრის არჩევის შესახებ /ვ.გაფრინდაშვილი/;

6. 2021 წლის „ჭადრაკის დედოფლების“ წლად გამოცხადების შესახებ /გ.გიორგაძე/;

7. სხვადასხვა: ინფორმაცია  თიბისი ბანკის განხორციელებული პროექტების შესახებ /გ.გიორგაძე/; საჭადრაკო კლუბების ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ / ა.არსენიძე/

გამგეობის გადაწყვეტილება:

1. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის კვლევის შესახებ –  „კარგი მართველობა“ მიღებულ იქნას ცნობად;                                                

 2. ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;

3. ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2020 წ. ბიუჯეტის შესრულების შესახებ

    მიღებული იქნას  ცნობად; 2021 წ. ბიუჯეტი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით;

4. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის სპორტული კალენდარი წარმოდგენილი   სახით დამტკიცდეს;  

  5. პირადი განცხადების საფუძველზე მიხეილ მჭედლიშვილი განთავისუფლდა

    საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარ მწვრთნელის თანამდებობიდან. ამავე დროს პირადი

    განცხადების საფუძველზე მიხეილ მჭედლიშვილი გავიდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

    გამგეობის წევრობიდან. მიხეილ მჭედლიშვილის ნაცვლად ვაჟთა ნაკრების მთავარ

    მწვრთნელად დაინიშნა ლევან ფანცულაია.  გამგეობის წევრად  მიხეილ მჭედლიშვილის

    ნაცვლად არჩეულ იქნა ლევან ფანცულაია; ცვლილებები შევიდა ვაჟთა სტიპენდიებში.

6. 2021 წელი გამოცხადდეს „ჭადრაკის დედოფლების“ წლად;                                                                           

7. სხვადასხვა: ინფორმაცია  თიბისი ბანკის განხორციელებული პროექტების შესახებ (შეიქმნა                                                                 

  ახალი ვებ გვერდი, ვიდეო „საქართველო-საჭადრაკო ქვეყანა“, გერმანელებთან თანამშრომლობით      

    ორი ვიდეო ქართულად ითარგმნა “რატომ ჭადრაკი” და “ჭადრაკი სკოლაში”) მიღებულ იქნას    ცნობად.

აჭარის საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებული “ბათუმის საჭადრაკო კლუბი დიდოსტატი” და “საჭადრაკო კლუბი ეტლი” გაწევრიანდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში.

 სხდომის თავმჯდომარე:  გიორგი გიორგაძე

  მდივანი:    მარგალიტა თანდაშვილი