2022 წლის 25 მარტს თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის    

      სასახლეში (მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 37 ა.)  გაიმართა  საქართველოს                        

      ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა   (# 2    25.03.2022 წ.) .                                                                                                                                          

     სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გიორგი გიორგაძე, ზურაბ მიქაძე, აკაკი იაშვილი,                         

            ნანა იოსელიანი, ზურაბ  სტურუა,  დავით გურგენიძე, გიორგი მაჭარაშვილი,

            ალექსანდრე არსენიძე, ლაშა ჯანჯღავა, სოფიო გვეტაძე, მარინა მილორავა,                      

            ლევან ფანცულაია, მაია ლომინეიშვილი, დათო კოდუა.                                                   

            სხდომის მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი.

დღის წესრიგი:

  1. ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის შედეგების შეჯამების შესახებ /გ.გიორგაძე/;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის დამტკიცება /გ.გიორგაძე/;
  3. ინფორმაცია 2022 წლის განვლილი ტურნირების შესახებ /დ.კოდუა/:
  4. საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატი;
  5. ნ.იოსელიანის საიუბილეო თასი-2022;
  6. საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი.

       4.   ვაჟთა სტიპენდიების დამტკიცება /ვ.გაფრინდაშვილი/;

       5.   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდებაში  ცვლილებების შეტანა  /გ.გიორგაძე/;

       6.  სხვადასხვა.

            1. მ.ლომინეიშვილის წინადადებები:

ა) ტურნირების კენჭისყრის პროგრამაში მონაწილე ბავშვების გრაფის გასწვრივ მითითებული იქნას კლუბის დასახელება, რომელ კლუბსაც ეკუთვნის მონაწილე.

ბ) ჩატარდეს საკვალიფიკაციო ტურნირები II კატეგორიაზე.

            2. დ.გურგენიძის წინადადება:

                   ა) პირველი მწვრთნელის  სტიმულირების საკითხი.

    გამგეობის გადაწყვეტილებები:

      1. ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის შედეგების   

      შეჯამების  შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.                                                                                   

      2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის სპორტულ ღონისძიებათა   

      კალენდარი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს

      მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი დამტკიცდეს.                                                                                                            

      3. ინფორმაცია 2022 წლის განვლილი ტურნირების შესახებ მიღებულ იქნას

       ცნობად.                                                                                                                                                     

      4. ვაჟთა სტიპენდიები წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.                                                                      

      5. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდებაში ცვლილებები წარმოდგენილი სახით

          დამტკიცდეს.                                                                                                                                                                      

      6.  სხვადასხვა.                                                                                                                                                                       

         მ. ლომინეიშვილის და დ. გურგენიძის მიერ წამოყენებული საკითხები განხილულ იქნას   

          მომავალში, მწვრთნელთა/ახალგაზრდობისა და ბავშვთა კომისიის მიერ.          

         სხდომის თავმჯდომარე:        გიორგი გიორგაძე

         სხდომის  მდივანი:                    მარგალიტა თანდაშვილი