2022 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის
სასახლეში (მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 37 ა.) გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა (# 3 08.10.2022 წ.) .
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გიორგი გიორგაძე, ზურაბ მიქაძე, აკაკი იაშვილი,
ვალერიანე გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ზურაბ სტურუა, დავით გურგენიძე, გიორგი მაჭარაშვილი, ემზარ ზენაიშვილი, ალექსანდრე არსენიძე, სოფიო გვეტაძე, მარინა მილორავა, მაია ლომინეიშვილი, დათო კოდუა.
მოწვეული სტუმრის სტატუსით: დავით ჯოჯუა და დავით ზარქუა.
სხდომის მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საანგარიშო საარჩევნო ყრილობის თარიღის
დანიშვნა /გ.გიორგაძე/;
2. ყრილობის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ყრილობის მომზადების საორგანიზაციო
ჯგუფის დებულების დამტკიცება /გ.გიორგაძე/;
3. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგების შეჯამება /გ.გიორგაძე/;
4. მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების (14-18 წ. რუმინეთი; 8-12 წ. საქართველო) შედეგების
შეჯამება /დ.ჯოჯუა, დ.ზარქუა./;
5. ბათუმში 15.09-28.09.2022 წ. ჩატარებული 8-12 წ. მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატის
საორგანიზაციო კუთხით შეფასება /ა.იაშვილი/;
6. ინფორმაცია ქართული ჭადრაკის კვირეულის (17-23 ოქტომბერი) ორგანიზების შესახებ
/გ.გიორგაძე/;
7. სხვადასხვა.
ა) გურჯაანელი მწვრთნელის გიორგი ქიტესაშვილის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელის
წოდებაზე წარდგენა /დ. კოდუა/.
გამგეობის გადაწყვეტილებები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საანგარიშო საარჩევნო ყრილობის თარიღად
დაინიშნა 2022 წლის 23 დეკემბერი, 13.00 საათი;
- შეიქმნა ყრილობის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დავით გურგენიძე (თავმჯდომარე), ემზარ ზენაიშვილი (წევრი), ნანა იოსელიანი (წევრი). ყრილობის მომზადების საორგანიზაციო
ჯგუფის დებულება დამტკიცდა წარმოდგენილი სახით;
- მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა ნაკრების შედეგები შეფასდეს წარმატებულად, ხოლო ვაჟთა ნაკრების შედეგები შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად;
- მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატებზე-14-18 წ. (რუმინეთი) და 8-12 წ. (საქართველო) ქართველი მოჭადრაკეების შედეგები შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად;
- ბათუმში 15.09-28.09.2022 წ. ჩატარებული 8-12 წ. მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი
საორგანიზაციო კუთხით შეფასდეს წარმატებულად;
6. ინფორმაცია ქართული ჭადრაკის კვირეულის (17-23 ოქტომბერი) ორგანიზების შესახებ
მიღებულ იქნას ცნობად; 7.სხვადასხვა.
ა) გურჯაანელი მწვრთნელი გიორგი ქიტესაშვილი წარდგენილ იქნას საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საქართველოს სპორტის
დამსახურებულ მწვრთნელის წოდების მისანიჭებლად.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე
სხდომის მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი