08.04.2019 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ვ. გაფრინდაშვილი, დ. გურგენიძე,
გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე, ს. გვეტაძე, მ. მილორავა
მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.
მოწვეული სტუმრის სტატუსით: დ. ჯოჯუა.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
საქართველოს ქალთა ნაკრების მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის შედეგების შეფასება
/ვ. გაფრინდაშვილი/;
- საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
- ქალთა სტიპენდიების დამტკიცების შესახებ /ვ.გაფრინდაშვილი/;
- ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის შედეგების შეფასება /ვ. გაფრინდაშვილი/;
- საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შესახებ /ალ.არსენიძე/;
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კომისიების შემადგენლობების დამტკიცება /კომისიების თავმჯდომარეები/;
- სხვადასხვა.
გამგეობის გადაწყვეტილება:
საქართველოს ქალთა ნაკრების მსოფლიო გუნდური ჩემპიონატზე გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად.
- საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის ჩატარება საორგანიზაციო კუთხით შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
- ქალთა სტიპენდიები წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს;
- ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე ი. ჩეპარინოვის და ნ. კაჭარავას გამოსვლა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად, ხოლო დანარჩენების წარუმატებლად.
- ინფორმაცია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე კლუბები გაწევრიანდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში. ასევე ფედერაციაში გაწევრიანდნენ “ოლიმპიელ მოჭადრაკეთა კავშირი” და “ჭადრაკის მწვრთნელთა კავშირი”.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კომისიების შემადგენლობები წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.
სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე
მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი