13.09.2019 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ.იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი,
დ. გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი, ლ.ჯანჯღავა, ხ.სუპატაშვილი,
ს. გვეტაძე, მ. მილორავა, მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.
მოწვეული სტუმრის სტატუსით: დ. ზარქუა, გ. უჩუმბეგაშვილი.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
- ქალთა ევროპის ჩემპიონატის შედეგების შეფასება / ს. გვეტაძე/;
- მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
- საქართველოს ჩემპიონატი 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
- მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირის შედეგების შეფასება / ხ. სუპატაშვილი/;
- ევროპის სასკოლო ჩემპიონატის შედეგების შეფასება /დ.ზარქუა/;
- საქართველოს მე-2 კორპორატიული ჩემპიონატის შედეგების შეფასება /გ. უჩუმბეგაშვილი/;
- ევროპის ჩემპიონატის 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შედეგების შეფასება
/ლ.ჯანჯღავა/;
- საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიო კონგრესის შედეგების შეფასება /დ/გურგენიძე/;
- მსოფლიოს ჩემპიონატის 8,10,12 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შედეგების შეფასება /გ. მაჭარაშვილი/;
- მსოფლიოს 16 წ. ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ (შემადგენლობის დამტკიცება) /დ. კოდუა/;
- ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვაჟთა და ქალთა მე-2 ნაკრებების შემადგენლობების დამტკიცება, ქალთა და ვაჟთა კომისიების წინადადებების განხილვა /ვაჟთა-ვ. გაფრინდაშვილი, ზ.სტურუა, ქალთა- ს. გვეტაძე, მ.ლომინეიშვილი/;
- სხვადასხვა:
ა) დ. არუთინიანის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელის წოდებაზე წარდგენა /დ. კოდუა/;
ბ) ი. გეთიასთვის B კატეგორიის მწვრთნელის წოდების მინიჭების შესახებ /დ. კოდუა/;
გ) ხ.გუბელაძისთვის B კატეგორიის მწვრთნელის წოდების მინიჭების შესახებ /დ. კოდუა/;
დ) ს.გურამიშვილის ფედერაციის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა /გ.გიორგაძე/;
ე) რეჟისორ გიორგი თორაძის განცხადების განხილვა (ჭადრაკზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით დახმარების შესახებ) /გ.გიორგაძე/;
ვ) საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადება, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვადებთან დაკავშირებით / ს. გვეტაძე/.
გამგეობის გადაწყვეტილება:
- ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად. დაევალოს ქალთა კომისიას, კომისიის ფარგლებში იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებზე და შემდეგ გამგეობაზე წარმოადგინოს წინადადებები;
- მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს დადებითად;
- საქართველოს ჩემპიონატის 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
- მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირზე ნ. ძაგნიძის გამოსვლა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად;
- ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად;
- ინფორმაცია საქართველოს მე-2 კორპორატიული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
- ევროპის ჩემპიონატზე 8-18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
- ინფორმაცია საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
- მსოფლიოს ჩემპიონატზე 8,10,12 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები: ა. კირთაძის გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად, ხოლო დანარჩენების – არადამაკმაყოფილებლად;
- მსოფლიოს 16 წ. ოლიმპიადაზე საქართველოდან მონაწილეობა მიიღოს გოგონათა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით:
- ლომაია დ.
- ფიფია ე.
- წოწონავა ე.
- დონღვანი ნ.
- ესაძე თ.
მწვრთნელის ვინაობა დადგინდეს მოგვიანებით.
- ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვაჟთა და ქალთა მე-2 ნაკრებების შემადგენლობები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით:
ვაჟთა მე-2 ნაკრები:
- თუთისანი ნ.
- სიბაშვილი გ.
- პეტრიაშვილი ნ.
- კაჭარავა ნ.
- ობოლაძე ლ.
კაპიტანი-მწვრთნელი- ზ. სტურუა.
ქალთა მე-2 ნაკრები:
- ბაციშვილი ნ.
- ხუხაშვილი ს.
- წაწალაშვილი ქ.
- ხომერიკი ნ.
- გვეტაძე ს.
სათადარიგო:
1.ჭარხალაშვილი ი.
2.მიქაძე მ.
კაპიტანი-მწვრთნელი-მ. ლომინეიშვილი.
- სხვადასხვა:
ა) წარდგენილ იქნას დ. არუთინიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელის წოდების
მისანიჭებლად;
ბ)-გ) ი. გეთიასთვის და ხ.გუბელაძისთვის B კატეგორიის მწვრთნელის წოდების
მინიჭების შესახებ, საკითხის გადაწყვეტა დაევალოს მწვრთნელთა /ახალგაზრდებისა და
ბავშვთა კომისიას;
დ) ს.გურამიშვილის თხოვნა ფედერაციის შეცვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
ე) რეჟისორ გიორგი თორაძის თხოვნა, ჭადრაკზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან
დაკავშირებით დახმარების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის ბიუჯეტში თანხის არ ქონის გამო.
სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე
მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი