ოქმი # 5                           

      21.11.2022 წ. 

      2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის    

      სასახლეში (მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 37 ა.)  გაიმართა  საქართველოს                        

      ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა   (# 5    21.11.2022 წ.) .                                                                                                                                          

 სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გიორგი გიორგაძე, ზურაბ მიქაძე, აკაკი იაშვილი,  ვალერიანე გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, დავით გურგენიძე, ემზარ ზენაიშვილი, ალექსანდრე არსენიძე, ლაშა ჯანჯღავა, სოფიო გვეტაძე, მარინა მილორავა, მაია ლომინეიშვილი, დათო კოდუა.                  

            სხდომის მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი

დღის წესრიგი:

  1. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება  /გ. გიორგაძე/;
  2. საორგანიზაციო საკითხი /გ. გიორგაძე/.

    გამგეობის გადაწყვეტილებები:

  1. მოისმინეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის განცხადება 2022 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის თაობაზე;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ საანგარიშო საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა დაინიშნა 2022 წლის 23  დეკემბერს 13.00 საათზე.

პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრა    2022 წლის 28 ნოემბრის 18:00 საათამდე (ფედერაციის სამდივნოში). მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 3 დეკემბრის 18:00 საათამდე..

სხდომის თავმჯდომარე:   გიორგი გიორგაძე                  

სხდომის  მდივანი:     მარგალიტა თანდაშვილი