ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა შემდეგი დროის კონტროლით: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, 5 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ასპარეზობა 3 ასაკობრივ ( U08; U10; U12 )კატეგორიაში, 6 ტურნირად გაიმართა, როგორც ჭაბუკთა ასევე გოგონათა შორის.
8 წლამდე გოგონებში ერთი ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი მარიამ რეხვიაშვილმა!
8 წლამდე ბიჭებში ერთპიროვნულად გაიმარჯვა გიორგი კილაძემ!
10 წლამდე გოგონებში, შესანიშნავი შედეგით, 7-დან 7 გამარჯვებით პირველობა არავის დაუთმო ანასტასია ჭიჭინაძემ!
10 წლამდე ბიჭებში 7-დან 6 ქულით მოიპოვა უძლიერესის წოდება ლუკა ქუნთელიამ!
სატურნირო მდგომარეობა:
12 წლამდე ჭაბუკებში დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე ლუკა ხვედელიძე!
ბრწყინვალედ იასპარეზა ბარბარე აშოთიამ 12 წლამდე გოგონათა შეჯიბრში! ქუთაისელი მოზარდის აქტივში 7-დან 7 გამარჯვებაა!
8 წლამდე გოგონები
I ადგილი – მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი;მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) –6,5 ქულა;
II ადგილი –ქეთევან ჯალიაშვილი (თბილისი;მწვრთნელი ზურაბ მიქაძე) 5,5 ქულა
III ადგილი – სარა სალთხუციშვილი (თბილისი;მწვრთნელი ელგუჯა ფხაკაძე) -5 ქულა;
8 წლამდე ბიჭები:
I ადგილი – გიორგი კილაძე (თბილისი;მწვრთნელი ირაკლი კილაძე) – 6 ქულა;
II ადგილი – გაბრიელ მეტრეველი (თბილისი; მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) – 5,5 ქულა
III ადგილი– ლუკა სახოკია (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) -5 ქულა;
10 წლამდე ბიჭები:
I ადგილი –ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) – 6 ქულა;
II ადგილი –იოანე სვანიძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნანა ჭეფხოძე) – 5,5 ქულა
III ადგილი –ანდრია ქრისტესიაშვილი(გორი;მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 5,5 ქულა;
10 წლამდე გოგონები:
I ადგილი – ანასტასია ჭიჭინაძე ((ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე) 7 ქულა;
II ადგილი – მარიამ ნუკრაძე (გორი;მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 5 ქულა
III ადგილი–იოანა ჯოჯუა (თბილისი;მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 4,5 ქულა;
12 წლამდე ბიჭები:
I ადგილი –ლუკა ხვედელიძე (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) 6,5 ქულა;
II ადგილი – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი;მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) –6 ქულა;
III ადგილი –გიორგი ჩალაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) 5 ქულა;
12 წლამდე გოგონები:
I ადგილი – ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;
II ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) 6 ქულა;
III ადგილი– ანასტასია ზარქუა (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა)- 5 ქულა;