8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

23 – 26 დეკემბერი, 2022 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს

ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

23.12-26.12. 2022  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

  1. მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

–   8 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

–   8 წლამდე გოგონათა შორის – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

– 10 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

– 10 წლამდე გოგონათა შორის – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

– 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

– 12 წლამდე გოგონათა შორის – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

 – სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.  

            – დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.

– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის ჩატარების

სისტემა და განრიგი.

  • დროის კონტროლი:

             ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

7.1.მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/HBJ4Q6Xnn2wQjQvJ8 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის

ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 დეკემბერი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო      

შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (22 დეკემბრის 18.00 საათამდე)

წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების თანდართვით.

7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

       საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  • თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  • ურთიერთშორის შეხვედრა;
  • ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  • ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  • შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  • მოგებების მეტი რაოდენობით.
  • ტურნირის განრიგი:                                                                                                                                            
ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე23 დეკემბერი 
I ტურის კენჭისყრა24 დეკემბერი12:00
გახსნა24 დეკემბერი15:00
I ტური24 დეკემბერი15:00
II ტური24 დეკემბერი16:30
III ტური25 დეკემბერი15:00
IVტური25 დეკემბერი16:30
Vტური25 დეკემბერი18:00
VI ტური26 დეკემბერი15:00
VII ტური26 დეკემბერი16:30
დახურვა26 დეკემბერი18:00
  1. გამარჯვებულები:

ა) I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და

    ფულადი პრიზებით.

ბ) II-III ადგილზე  გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი   პრიზებით.

დ) I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ:

– 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – III სპორტული თანრიგი.

– 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – II სპორტული თანრიგი.

– 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I სპორტული თანრიგი.

  1. პრიზები: საპრიზო ფონდია 3000 ლარი.
ადგილი12წ. ჭაბუკები12წ. გოგონები10წ. ჭაბუკები10წ. გოგონები8წ. ჭაბუკები8წ. გოგონები
1250250250250250250
2150150150150150150
3100100100100100100
  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად;

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.