24 ნოემბერი – 2 დეკემბერი  2021 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

                               

                                                                           დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს

ღონისძიებების სუპერვაიზერს(ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

24.11-02.12. 2021  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის  

ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის                      2021 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  1. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  1.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/cHTXKfQDiUvmPstC6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის

ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის  23 ნოემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

    სს “თიბისი ბანკი”

  საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

–  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

–  სოციალურად დაუცველები და მრავალშვლიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო     შესატანიდან.

– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

  – რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს

 მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  1. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე24 ნოემბერი 
I ტურის კენჭისყრა  25 ნოემბერი12:00
გახსნა15:00
I  ტური15:00
II  ტური26 ნოემბერი15:00
III  ტური  27 ნოემბერი11:00
IV  ტური17:00
V  ტური28 ნოემბერი15:00
VI  ტური29 ნოემბერი15:00
VII  ტური30 ნოემბერი15:00
VIII  ტური1 დეკემბერი15:00
IX  ტური2 დეკემბერი15:00
დახურვა2 დეკემბერი18:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  1. დაჯილდოება:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

– I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

– ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2022 წლის საქართველოს ვაჟთა 81-ე

ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.

– გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2022 წლის საქართველოს ქალთ 79-ე

ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.

– I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად ვაჟთა და ქალთა).

– II-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.

  1. საერთო წესები:

– ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

   – მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

   შესაბამისად.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში           

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა. მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი. 

დანართი 1

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).
  10. მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან გამოაგზავნონ ელ ფოსტაზე (n.alavidze64@gmail.com) “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი 24 ნოემბრის 18:00 საათამდე;
  11. მონაწილეები რომელთაც ტურნირის დაწყებამდე 14 დღით ადრე მაინც აქვთ გაკეთებული ვაქცინის მეორე დოზა ან ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კოვიდ 19 დადასტურებული, არ არიან ვალდებულნი წარმოადგინონ ტესტის პასუხი. ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოაგზავნონ ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი.
  12. ტურნირის დირექცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ტურნირის განრიგი “კოვიდ-19” პანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გათვალისწინებით.

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.