”კახი ჩიგოგიძის თასი”
3 – 12 აგვისტო 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
- ჩატარების ვადები და ადგილი:
03.08 – 12.08. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
- მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საწევროს გადახდა. სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/6h6UBHtLeR1BgHY18 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 აგვისტოს 18.00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
– თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)
– სოციალურად დაუცველები და მრავალშვლიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან.
– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
– რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს
მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
- თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 3 აგვისტო | |
I ტურის კენჭისყრა | 4 აგვისტო | 12:00 |
გახსნა | 15:00 | |
I ტური | 15:00 | |
II ტური | 5 აგვისტო | 15:00 |
III ტური | 6 აგვისტო | 15:00 |
IV ტური | 7 აგვისტო | 15:00 |
V ტური | 8 აგვისტო | 15:00 |
VI ტური | 9 აგვისტო | 15:00 |
VII ტური | 10 აგვისტო | 15:00 |
VIII ტური | 11 აგვისტო | 15:00 |
IX ტური | 12 აგვისტო | 15:00 |
დახურვა | 12 აგვისტო | 19:00 |
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- დაჯილდოება:
– 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.
– 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
– 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს
ჩემპიონატების საგზურებს.
– ჭაბუკთა შორის 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2023 წლის საქართველოს ვაჟთა 82-ე
ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
– გოგონათა შორის 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს 2023 წლის საქართველოს ქალთ მე-80
ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
– 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად
ვაჟთა და ქალთა).
– 2-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.
- საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია
სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)
შესაბამისად;
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები
დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.