თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ‘საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში – ნინო გურიელის თასი’ დახურვა გაიმართა.

იუბილარს დღეობა მიულოცეს, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა,  ფიდეს ანსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა აკაკი იაშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ნინო გურიელის თასის გათამაშება ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა!

გამარჯვებულმა 13-დან 11 ქულა აიღო და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისთვის!

მეორე საპრიზო ადგილზე გასულმა მერი  არაბიძემ 10,5 ქულა დააგროვა და მთელი ქულით გაასწრო უახლოეს კონკურენტებს.

III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: III- ლილე ქორიძე;IV – სოფიო გვეტაძე

ვაჟთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა გიგა ყუფარაძემ!

ქუთაისელმა დიდოსტატმა 13-დან 10,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო მდევრებს.

საპრიზო ადგილებისთვის დაძაბული ბრძოლა გაიმართა, 9,5 ქულა ერთბაშად სამმა მონაწილემ დაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

II- მერაბ გაგუნაშვილი; III – თორნიკე სანიკიძე; IV – ლუკა პაიჭაძე