შოთა ინწკირველის მემორიალი

8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

2 – 5 აპრილი 2023 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

   02.04-05.04. 2023 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.

  • მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 16 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და

ელვისებურ ჭადრაკში.

  • დროის კონტროლი:

სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე,

ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე,

ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
    • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/tYjujK6AwQbqVBvN6

ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/UWZVZomvZkzWmPHU6

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის შესაბამისი სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო

ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:

სწრაფ ჭადრაკში –  2023 წლის 1 აპრილი 18:00 სათი.

ელვისებურ ჭადრაკში –  2023 წლის 3 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

  • თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 20 ლარი ელვისებურ

ჭადრაკში.

  • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (1 აპრილის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
    • დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია სწრაფ ჭადრაკში 50 ლარი, ელვისებურ ჭადრაკში 40 ლარი.
    • რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

   სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

  • თაი– ბრეიქი:

    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:

სწრაფ ჭადრაკში:

ტურირიცხვი12 წლამდე8 და 16 წლამდე
ჩამოსვლის დღე2 აპრილი  
I ტურის კენჭისყრა2 აპრილი20:0020:00
გახსნა3 აპრილი09:4514:45
I ტური3 აპრილი10:0015:00
II ტური3 აპრილი11:0016:00
III ტური3 აპრილი12:0017:00
IVტური3 აპრილი13:0018:00
Vტური3 აპრილი14:0019:00
VI ტური4 აპრილი10:0015:00
VII ტური4 აპრილი11:0016:00
VIII ტური4 აპრილი12:0017:00
IX ტური4 აპრილი13:0018:00
დახურვა5 აპრილი20:0020:00

ელვისებურ ჭადრაკში:

ტურირიცხვი12 წლამდე8 და 16 წლამდე
I ტურის კენჭისყრა4 აპრილი20:0020:00
გახსნა5 აპრილი09:4514:45
I ტური5 აპრილი10:0015:00
II ტური5 აპრილი10:3015:30
III ტური5 აპრილი11:0016:00
IVტური5 აპრილი11:3016:30
Vტური5 აპრილი12:0017:00
VI ტური5 აპრილი12:3017:30
VII ტური5 აპრილი13:0018:00
VIII ტური5 აპრილი13:3018:30
IX ტური5 აპრილი14:0019:00
დახურვა5 აპრილი20:0020:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  1. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს

შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

 – II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო

შესატანებისგან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

  1. საერთო წესები:

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

დანართი 1

საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

შოთა ინწკირველის მემორიალი

8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

2 – 5 აპრილი 2023 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დებულების დაზუსტება / განმარტება მსოფლიო ჩემპიონატზე დაფინანსებასთან დაკავშირებით

  1. გამარჯვებულები:

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე;

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო

შესატანებისგან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე;

ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე;

ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო

შესატანებისგან ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე;