შოთა ინწკირველის მემორიალი

10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

5 – 8 აპრილი 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

3. ჩატარების ვადები და ადგილი:

05.04-08.04. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.

4. მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 10 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 14 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 18 წლამდე – 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

5. სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

6. დროის კონტროლი:

სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე,

ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე,

ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/7in9kLELx2PDaL85A ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/BDQ5AwYcxqpqEZX4A

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის შესაბამისი სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო

ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:

სწრაფ ჭადრაკში – 2023 წლის 4 აპრილი 18:00 სათი.

ელვისებურ ჭადრაკში – 2023 წლის 6 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 20 ლარი ელვისებურ

ჭადრაკში.

7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (4 აპრილის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია სწრაფ ჭადრაკში 50 ლარი, ელვისებურ ჭადრაკში 40 ლარი.

7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22

8. თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;

5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. ტურნირის განრიგი:

სწრაფ ჭადრაკში:

ტური რიცხვი 10 წლამდე 14 და 18 წლამდე

ჩამოსვლის დღე 5 აპრილი

I ტურის კენჭისყრა 5 აპრილი 20:00 20:00

გახსნა 6 აპრილი 09:45 14:45

I ტური 6 აპრილი 10:00 15:00

II ტური 6 აპრილი 11:00 16:00

III ტური 6 აპრილი 12:00 17:00

IVტური 6 აპრილი 13:00 18:00

Vტური 6 აპრილი 14:00 19:00

VI ტური 7 აპრილი 10:00 15:00

VII ტური 7 აპრილი 11:00 16:00

VIII ტური 7 აპრილი 12:00 17:00

IX ტური 7 აპრილი 13:00 18:00

დახურვა 8 აპრილი 20:00 20:00

ელვისებურ ჭადრაკში:

ტური რიცხვი 10 წლამდე 14 და 18 წლამდე

I ტურის კენჭისყრა 7 აპრილი 20:00 20:00

გახსნა 8 აპრილი 09:45 14:45

I ტური 8 აპრილი 10:00 15:00

II ტური 8 აპრილი 10:30 15:30

III ტური 8 აპრილი 11:00 16:00

IVტური 8 აპრილი 11:30 16:30

Vტური 8 აპრილი 12:00 17:00

VI ტური 8 აპრილი 12:30 17:30

VII ტური 8 აპრილი 13:00 18:00

VIII ტური 8 აპრილი 13:30 18:30

IX ტური 8 აპრილი 14:00 19:00

დახურვა 8 აპრილი 20:00 20:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

10. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .

– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს

შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო

შესატანებისგან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

11. საერთო წესები:

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი