5 – 14 მაისი 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
- ჩატარების ვადები და ადგილი:
05.05-14.05. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.
- მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
– 10 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
– 16 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
– დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის ჩატარების
სისტემა და განრიგი.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/W1Me6v1yBDJoUQd79 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 მაისი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (4 მაისის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების თანდართვით.
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- თაი– ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 5 მაისი | |
I ტურის კენჭისყრა | 5 მაისი | 20:00 |
გახსნა | 6 მაისი | 15:00 |
I ტური | 6 მაისი | 15:00 |
II ტური | 7 მაისი | 15:00 |
III ტური | 8 მაისი | 15:00 |
IVტური | 9 მაისი | 15:00 |
Vტური | 10 მაისი | 15:00 |
VI ტური | 11 მაისი | 15:00 |
VII ტური | 12 მაისი | 15:00 |
VIII ტური | 13 მაისი | 15:00 |
IX ტური | 14 მაისი | 15:00 |
დახურვა | 14 მაისი | 19:00 |
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- გამარჯვებულები:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით .
– II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები
დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესაბამის ასაკებში. საქართველოს
ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
– 2022 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების
შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:
ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
ბ) II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.
– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
– I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს პირდაპირი წესით მიენიჭებათ:
– 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – II სპორტული თანრიგი.
– 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – სპორტის ოსტატის კანდიდატობა.
- საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია
სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)
შესაბამისად;
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები
დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.
– პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები
დებულებაში და ღონისძიება ჩაატაროს ონლაინში.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი