თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა 14 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

I – II ადგილზე  გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის საგზურით შესაბამის ასაკში.

ჩემპიონს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

#ითამაშეჭადრაკი #საქართველოსჭადრაკისფედერაცია #ნორჩიჩემპიონები

14 წლამდე გოგონები

I       ადგილი      –  ანასტასია ზარქუა (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

II       ადგილი    –   მართა სორდია (თბილისი) – 5,5 ქულა;

III      ადგილი    –  მარიამ გვათუა (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 5,5 ქულა;

14 წლამდე ჭაბუკები

I       ადგილი   –  ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი;მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა) – 7,5 ქულა;

II       ადგილი  –  ლუკა კილაძე (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 7  ქულა;

III      ადგილი  – გიორგი გოგოლაშვილი (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

18 წლამდე გოგონები

I       ადგილი    –  დეა ბედოშვილი (ბათუმი; მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი) – 7 ქულა;

II       ადგილი   –  რუსუდან მაღლაკელიძე (ქუთაისი) – 6,5 ქულა;

III      ადგილი   –  ნია დონღვანი (ქუთაისი;მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 6,5 ქულა;

18 წლამდე ჭაბუკები

I       ადგილი   – აკაკი ყალიჩავა (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 8 ქულა;

II       ადგილი  –  ნიკოლოზ დარსაძე (თბილისი;მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 7,0 ქულა;

III      ადგილი  – ილია კავკასიძე (თბილისი;მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 7,0 ქულა;