‘კახი ჩიგოგიძის თასი’

1 – 10 აგვისტო  2023 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

   01.08-10.08. 2023 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.

  • მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის       

ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები. სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი

ორგანიზაციები.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

– დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  • დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
    • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/mFiU2c7JYUraco1YA

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის (30 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ივლისი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

  • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (29 ივლისის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
    • დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 60 ლარი.
    • რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

   სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

  • თაი– ბრეიქი:

    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვისაათო
ჩამოსვლის დღე1 აგვისტო 
I ტურის კენჭისყრა1 აგვისტო20:00
გახსნა2 აგვისტო14:45
I ტური2 აგვისტო15:00
II ტური3 აგვისტო15:00
III ტური4 აგვისტო15:00
IVტური5 აგვისტო15:00
Vტური6 აგვისტო15:00
VI ტური7 აგვისტო15:00
VII ტური8 აგვისტო15:00
VIII ტური9 აგვისტო15:00
IX ტური10 აგვისტო15:00
დახურვა10 აგვისტო19:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  1. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაფინანსდება 2024 წლის ევროპის ინდივიდუალურ

ჩემპიონატზე.

 – გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაფინანსდება 2024 წლის ევროპის ქალთა

ინდივიდუალურ ჩემპიონატზე.

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას;

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი