დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

21 – 28 ნოემბერი,  2022 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს      

ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

21.11-28.11. 2022 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. ტურნირები და მონაწილენი:

ა) U2000 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 2000 და ნაკლები.

ბ) U1600 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 1600 და ნაკლები.

გ) U1200 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგით 1200 და ნაკლები.

დ) სამივე ტურნირში ასევე მონაწილეობის უფლება აქვთ ურეიტინგო მოჭადრაკეებს.

ე) ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.    სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

– ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

  1. დროის კონტროლი:

 ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

 (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  1.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/WCbt9FwdyuEy7mSo9 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის მოწმობის

ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ნოემბერი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

 სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი) განთავისუფლებულნი

არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე                                  

(20 ნოემბრის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების

    თანდართვით.

7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით)

7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  1. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე21 ნოემბერი 
I ტურის კენჭისყრა  22 ნოემბერი12:00
გახსნა15:00
I  ტური15:00
II  ტური23 ნოემბერი15:00
III  ტური24 ნოემბერი11:00
IV  ტური15:00
V  ტური25 ნოემბერი15:00
VI  ტური26 ნოემბერი  11:00
VII  ტური15:00
VIII ტური27 ნოემბერი15:00
IX ტური28 ნოემბერი15:00
დახურვა28 ნოემბერი18:00
  1.  პრიზები: საპრიზო ფონდია – 3 000 ლარი.
 U2000U1600U1200
ადგ.ღიაქალთაღიაქალთაღიაქალთა
1400200400200400200
2250 250 250 
3150 150 150 

– თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ერთ ტურნირში რამდენიმე პრიზის მოპოვების შემთხვევაში

პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის  შესაბამისად.

  1. გამარჯვებულები:

– ღია და ქალთა კატეგორიებში 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

– ღია და ქალთა კატეგორიებში 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და

დიპლომებით.

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

            – მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

               სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

   შესაბამისად.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში           

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

                  მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.