დ ე ბ უ ლ ე ბ ა
15 – 22 ნოემბერი, 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება
განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
ჩატარების ვადები და ადგილი:
15.11-22.11. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას ქ. 29.
ტურნირები და მონაწილენი:
ა) U2000 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 2000 და
ნაკლები.
ბ) U1600 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1600 და
ნაკლები.
გ) U1200 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1200 და
ნაკლები.
დ) სამივე ტურნირში ასევე მონაწილეობის უფლება აქვთ ურეიტინგო მოჭადრაკეებს.
ე) ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების
სისტემა და განრიგი. - ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 ნოემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
7.2. თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია 25 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი
BAGAGE22
7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან
საწევრო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე
(13 ნოემბრის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 50 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
ურთიერთშორის შეხვედრა;
ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
მოგებების მეტი რაოდენობით.
ტურნირის განრიგი:
ტური რიცხვი საათი
ჩამოსვლის დღე 15 ნოემბერი
I ტურის კენჭისყრა
16 ნოემბერი
12:00
გახსნა 14:45
I ტური 15:00
II ტური 17 ნოემბერი 11:00
III ტური 15:00
IV ტური 18 ნოემბერი 15:00
V ტური 19 ნოემბერი 15:00
VI ტური
20 ნოემბერი 11:00
VII ტური 15:00
VIII ტური 21 ნოემბერი 15:00
IX ტური 22 ნოემბერი 15:00
დახურვა 22 ნოემბერი 18:00
პრიზები: საპრიზო ფონდია – 3 000 ლარი.
ად
გ
U2000 U1600 U1200
1 500 500 500
2 300 300 300
3 200 200 200
- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
გამარჯვებულები: - 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის
რეიტინგ
კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით. - 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფულადი
პრიზებით.
საერთო წესები: - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.