19 – 26 მარტი,  2023 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

19.03-26.03. 2023 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას ქ. 29.

  1. ტურნირები და მონაწილენი:

ა) U2200 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 2200 და ნაკლები.

ბ) U1800 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1800 და

ნაკლები.

გ) U1400 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1400 და

ნაკლები.

დ) სამივე ტურნირში ასევე მონაწილეობის უფლება აქვთ ურეიტინგო მოჭადრაკეებს.

ე) ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.                                                             სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის ჩატარების

სისტემა და განრიგი..

– ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

  1. დროის კონტროლი:

 ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

 (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  1.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/Khmsb6tpJNVYy6xj8 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის მოწმობის

ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 მარტი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

 სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან

სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე                                                          

(18 მარტის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  1. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე19 მარტი 
I ტურის კენჭისყრა20 მარტი12:00
გახსნა14:45
I  ტური15:00
II  ტური21 მარტი11:00
III  ტური15:00
IV  ტური22 მარტი15:00
V  ტური23 მარტი15:00
VI  ტური24 მარტი11:00
VII  ტური15:00
VIII ტური25 მარტი15:00
IX ტური26 მარტი15:00
დახურვა26 მარტი18:00
  1. პრიზები: საპრიზო ფონდია – 3 000 ლარი.
ადგU2200U1800U1400
1500500500
2300300300
3200200200

– თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

–  ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის  შესაბამისად.

  1. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის რეიტინგ

კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით.

– I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფულადი

პრიზებით.

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

          – ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში           

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.