საქართველოს ჩემპიონატი 7, 9, 11, 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი
16 – 25 თებერვალი 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება
განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
16.02-25.02. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.
- მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
– 7 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
– 9 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
– 11 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
– 13 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
– 15 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
– ფიდეს რეიტინგი დაითვლება 11, 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.
– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის ჩატარების
სისტემა და განრიგი.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/bPXhoAwk7Egi21Tt7 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 თებერვალი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი.
- სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (14 თებერვლის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების თანდართვით.
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE38TB7313936080100011. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- თაი– ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | 11, 13 წ. | 7, 9, 15 წ. |
ჩამოსვლის დღე | 16 თებერვალი | ||
I ტურის კენჭისყრა | 16 თებერვალი | 20:00 | 20:00 |
გახსნა | 17 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
I ტური | 17 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
II ტური | 18 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
III ტური | 19 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
IVტური | 20 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
Vტური | 21 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
VI ტური | 22 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
VII ტური | 23 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
VIII ტური | 24 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
IX ტური | 25 თებერვალი | 11:00 | 16:00 |
დახურვა | 25 თებერვალი | 20:00 | 20:00 |
- გამარჯვებულები:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის სასკოლო
ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
– 2023 წლის საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების
შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:
ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
ბ) II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.
– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
– I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს პირდაპირი წესით მიენიჭებათ:
– 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – III სპორტული თანრიგი.
– 9 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – II სპორტული თანრიგი.
– 11 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I სპორტული თანრიგი.
– 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ეროვნული სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
- საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების
დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი