5 – 10 მარტი, 2023 წ.  ქ. ფოთი, საჭადრაკო კლუბი “ნანა”

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. ორგანიზატორი:

– საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;

– ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”.

  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

05.03-10.03. 2023 წ.   ქ. ფოთი, საჭადრაკო კლუბი, ჭანტურიას ქ. 2.

  • მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

    8 წლამდე –   2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

    10 წლამდე –  2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

    12 წლამდე –  2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის

ჩატარების სისტემა და განრიგი.

  • დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)                   

10 წამის დამატებით.

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/9WpGCh9Hz4UngZ4H7 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის

ასლი; 2) ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს სახაზინო ანგარიშზე

ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი

რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის

(24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 მარტი 18:00 სათი.

ელ-ფოსტა – chesspoti@yahoo.com

7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი.

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა.

საინდ. კოდი: 415099379

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში.

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22.

სახაზინო კოდი: 750177499

7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (4 მარტის 18.00 საათამდე)

წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი.

7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

8. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

წრიული ტურნირის შემთხვევაში:

  1. ზონებორნ-ბერგერი
  2. ურთიერთშორის შეხვედრა;
  3. მოგებების მეტი რაოდენობით;
  4. კოიას სისტემა;
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უნდა გათამაშდეს 1 პარტია არმაგედონი.

9. ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე5 მარტი 
I ტურის კენჭისყრა  6 მარტი  11:00
გახსნა11:45
I ტური12:00
II ტური7 მარტი12:00
III ტური15:00
IV ტური8 მარტი12:00
V ტური9 მარტი12:00
VI ტური15:00
VII ტური10 მარტი12:00
დახურვა10 მარტი15:00

10. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

 – II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის

უმაღლესი ლიგის საგზურებს.

– I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:                                             

      8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.

11. საერთო წესები:

 – ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.