5 – 10 მარტი, 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება
განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
05.03-10.03. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.
- მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
10 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი.
- დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)
10 წამის დამატებით.
7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/WhJvp8ZUeav3V6E8A ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი.
7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (4 მარტის 18.00 საათამდე)
წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი.
7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
8. თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
წრიული ტურნირის შემთხვევაში:
- ზონებორნ-ბერგერი
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- მოგებების მეტი რაოდენობით;
- კოიას სისტემა;
- თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უნდა გათამაშდეს 1 პარტია არმაგედონი.
9. ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 5 მარტი | |
I ტურის კენჭისყრა | 6 მარტი | 11:00 |
გახსნა | 11:45 | |
I ტური | 12:00 | |
II ტური | 7 მარტი | 12:00 |
III ტური | 15:00 | |
IV ტური | 8 მარტი | 12:00 |
V ტური | 9 მარტი | 12:00 |
VI ტური | 15:00 | |
VII ტური | 10 მარტი | 12:00 |
დახურვა | 10 მარტი | 15:00 |
10. გამარჯვებულები:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
უმაღლესი ლიგის საგზურებს.
– I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:
8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.
11. საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების
დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.