დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2022 წლის 22-23 ოქტომბერი, ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
- ორგანიზატორი:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- შპს „ჭადრაკი TV”.
- მიზანი და ამოცანები:
- საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
- ევროპის კორპორატიული ჩემპიონატების მონაწილეების გამოვლენა;
- ჩემპიონატი იმართება ქართული ჭადრაკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
- ჩემპიონატი გაიმართება 2022 წლის 22-23 ოქტომბერს, ჭადრაკის სასახლეში,
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 37ა. - სისტემა, დროის კონტროლი და კვალიფიკაცია:
- ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად;
- დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით (პირველი სვლიდან დაწყებული);
- ჩემპიონატში ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.
- მონაწილეობის პირობები:
- ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის გუნდებს (მათ შორის ფედერაციებსა და ასოციაციებს);
- ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება არ აქვთ: საჭადრაკო კლუბებს, საჭადრაკო სკოლებს, საჭადრაკო ასოციაციებს, საჭადრაკო ფედერაციებს;
- ყველა მოჭადრაკე უნდა იყოს ჩემპიონატში მონაწილე იურიდიული პირის მოქმედი თანამშრომელი (ასოციაციისა და ფედერაციის შემთხვევაში მისი სრულუფლებიანი წევრი);
- თითოეული გუნდი შედგება ოთხი ძირითადი (I, II, III, IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისგან (სათადარიგო მოჭადრაკის ყოლა სავალდებულო არ არის);
- გუნდის სათადარიგო მოჭადრაკით ჩანაცვლება შესაძლებელია მომდევნო ტურის დაწყებამდე 10 წუთით ადრე. თუ გუნდი განაცხადს ტურის დაწყებამდე 10 წუთით ადრე არ წარმოადგენს, ის მომდევნო ტურს ითამაშებს იმ შემადგენლობით, რომელი შემადგენლობითაც წინა ტური ითამაშა;
- სათადარიგო მოჭადრაკის ჩანაცვლების შემთხვევაში მან უნდა ითამაშოს მე-4 დაფაზე, დანარჩენი მოჭადრაკეები გადაიწევენ ერთი დაფით წინ;
- გუნდის წევრი იურიდიული პირის მოქმედ თანამშრომლად ითვლება თუ მას ჩემპიონატამდე მინიმუმ ბოლო 5 თვის განმავლობაში ერიცხებოდა საბანკო ანგარიშზე ხელფასი/ჰონორარი, ან ის არის ამ კომპანიის წილის მფლობელი. ასოციაციისა და ფედერაციის შემთხვევაში კი მისი სრულუფლებიანი წევრი. საორგანიზაციო კომიტეტს უფლება აქვს ამის დამადასტურებელი დამატებითი საბუთი მოითხოვოს;
- გუნდის წევრი არ უნდა მუშაობდეს ჩემპიონატში მონაწილე ორგანიზაციაში ჭადრაკის სპეციალობით: ჭადრაკის მასწავლებლად, ჭადრაკის კონსულტანტად და ა.შ..
- გუნდში 2000-ზე მაღალი რეიტინგის (რაპიდში 2022 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს, თუ მოჭადრაკეს რაპიდში რეიტინგი არ აქვს, მაშინ მხედველობაში მიიღება მისი რეიტინგი სტანდარტულ ჭადრაკში;
- თუ გუნდში თამაშობს 2000-ზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე, მან უნდა ითამაშოს მხოლოდ პირველ დაფაზე;
- გუნდის ყველა მოჭადრაკე ჩემპიონატის გამართვის დღეს უნდა იყოს 18 წელზე უფროსი ასაკის (ანუ ის უნდა იყოს დაბადებული 2004 წლის 22 ოქტომბრამდე);
- განრიგი:
თარიღი | დრო | ღონისძიება |
22 ოქტომბერი შაბათი | 14:00 | გუნდების რეგისტრაცია |
14:30 | კენჭისყრა | |
14:30 | ჩემპიონატის გახსნა | |
15:00 | I ტური | |
16:00 | II ტური | |
17:00 | III ტური | |
18:00 | IV ტური | |
19:00 | V ტური | |
23 ოქტომბერი კვირა | 14:00 | VI ტური |
15:00 | VII ტური | |
16:00 | VIII ტური | |
17:00 | IX ტური | |
18:00 | დაჯილდოება, ჩემპიონატის საზეიმო დახურვა | |
18:45 | ქართული ჭადრაკის კვირეულის საზეიმო დახურვა | |
19:00 | ფურშეტი |
- რეგისტრაცია და სატურნირო შენატანი:
- გუნდების წინასწარი რეგისტრაცია დასრულდება
2022 წლის 10 ოქტომბერს 24:00 საათზე; - რეგისტრაციისათვის კომპანიებმა ტურნირის დირექტორის ელ-ფოსტაზე, უნდა გამოაგზავნონ:
- ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი, სადაც აღნიშნული იქნება: გუნდის დასახელება, იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიის ლოგო;
- სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ასლი;
- გუნდის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სატურნირო შესატანი ჩაირიცხება შპს „ჭადრაკი TV“-ს ანგარიშზე;
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 19 ოქტომბერი 24:00 საათი;
- რეგისტრაციისათვის კომპანიებმა ტურნირის დირექტორის ელ-ფოსტაზე, უნდა გამოაგზავნონ განაცხადი, სადაც აღნიშნული იქნება: გუნდის დასახელება, გუნდის თითოეული წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ვინ რომელ დაფაზე ითამაშებს (არ შეიცვლება მთელი ჩემპიონატის მანძილზე), გუნდის კაპიტნის საკონტაქტო ინფორმაცია;
- თითოეულ გუნდზე სატურნირო შესატანი შეადგენს 700 (შვიდას) ლარს. ამ თანხაში შედის: რეგისტრაცია, ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობა, სათამაშო დარბაზში ყავაზე შესვენებები და ჩემპიონატის ბოლოს ფურშეტი;
- სატურნირო შესატანის გადახდა მოხდება მხოლოდ საბანკი გადარიცხვის მეშვეობით;
- შ.პ.ს. „ჭადრაკი TV“-ს რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“, ბანკი კოდი TBCBGE22,
მიმღების ანგარიში: GE82TB7513536080100006 GEL. - საპრიზო ფონდი და დაჯილდოება:
- ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს სატურნირო შესატანებიდან შემოსული თანხის 30%-ს, რომელიც გამარჯვებულებზე შემდეგნაირად განაწილდება:
I ადგილი – შემოსული თანხის 15% (საპრიზო ფონდის 1/2);
II ადგილი – შემოსული თანხის 10% (საპრიზო ფონდის 1/3);
III ადგილი – შემოსული თანხის 5% (საპრიზო ფონდის 1/6). - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით და მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 2023 წელს;
- მონაწილეებს ასევე გადაეცემათ სპეციალური პრიზები და ჯილდოები;
- პრიზების მისაღებად სავალდებულოა დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრება.
- გამარჯვებულების გამოვლენა:
- გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით:
მატჩის მოგება – 2 ქულით, ფრე – 1, წაგება – 0; - თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) – გუნდის მიერ დაფებზე მოპოვებული ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
ბ) – პირადი შეხვედრით;
გ) – მეტი მოგებული მატჩის მიხედვით;
დ) – ბუჰგოლცის კოეფიციენტი -1-ით (უდაბლესის გამოკლებით);
ე) – ბუჰგოლცის კოეფიციენტით (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
ვ) – I, II, III და IV დაფების შედეგების მიხედვით.
- განთავსება:
- მონაწილე გუნდის წევრების ცხოვრების, კვების და გზის თანხებს იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
- ჩაცმულობის კოდექსი (“Dress Code”):
- გუნდის თითოეულ წევრს უნდა ეცვას მაისური მისი კომპანიის ლოგოთი და/ან დასახელებით.
- საერთო წესები:
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე;
- გასაჩივრებისთვის მონაწილე გუნდის კაპიტანი ვალდებულია წერილობით მიმართოს სააპელაციო კომიტეტს ტურის დამთავრებიდან 15 წუთის ვადაში;
- პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ გასაჩივრებიდან 15 წუთის განმავლობაში;
- კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით იმოქმედებს ქვეყანაში იმ მომენტისთვის არსებული რეგულაციები;
- ჩემპიონატის ორგანიზატორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს ტურნირის დებულებაში და დანართში ცვლილებები შეიტანოს.
ტურნირის დირექტორი: გენადი უჩუმბეგაშვილი,
ტელ.: 577 40-44-59, E-mail: genadi@chess.org.ge
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი;