საქართველოს ონლაინ თასი, ონლაინ გრან-პრი, სუპერფინალი

9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს

ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

3.1. საქართველოს ონლაინ თასი – 20.02-25.02. 2022  წ. ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

3.2. საქართველოს ონლაინ გრან-პრი – 04.03-08.03. 2022  წ. ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

3.3. საქართველოს სუპერფინალი – 15.03-17.03. 2022  წ. თბილისის ჭადრაკის სასახლე (კოსტავას ქ. 37ა)

  1. მონაწილენი:

4.1. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

–   9 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

–   9 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

– 11 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

– 11 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

– 13 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

– 13 წლამდე გოგონათა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

4.2. მოჭადრაკეს აქვს მხოლოდ ერთ ასაკობრივ ტურნირში მონაწილეობის უფლება.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი იმართება 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასი,

საქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქართველოს სუპერფინალი.

  • საქართველოს ონლაინ თასი:

6.1. საქართველოს ონლაინ თასი ტარდება შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად;

6.2.  დროის კონტროლი 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის

დამატებით.

6.3. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით;

6.4. საქართველოს ონლაინ თასზე 1-8 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ

საქართველოს ონლაინ გრან-პრის საგზურს.

6.5. თაი-ბრეიქი საქართველოს ონლაინ თასზე – ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი

რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

– თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, გათამაშდება 1 პარტია არმაგედონი – თეთრებით მოთამაშეს

ეძლევა 5 წუთი, შავებით მოთამაშეს კი 4 წუთი (თეთრების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს

თეთრებით მოთამაშე. ყაიმის და შავების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს შავებით მოთამაშე).

6.6. საქართველოს ონლაინ თასის განრიგი:

ტურიდღესაათი (9 წ. ჭაბუკები და გოგონები და 13 წ. ჭაბუკები)საათი (11 წ. ჭაბუკები და გოგონები და 13 წ. გოგონები)
ვებინარი20 თებერვალი17:0019:00
გახსნა21 თებერვალი17:0019:00
I    ტური21 თებერვალი17:3019:30
II  ტური22 თებერვალი17:3019:30
III  ტური22 თებერვალი18:1520:15
IV ტური23 თებერვალი17:3019:30
V   ტური23 თებერვალი18:1520:15
VI  ტური24 თებერვალი17:3019:30
VII ტური24 თებერვალი18:1520:15
VIII ტური25 თებერვალი17:3019:30
IX ტური25 თებერვალი18:1520:15

6.7. საქართველოს ონლაინ თასზე რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

6.7.1. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/tGK63Qc968c2tEWm6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 19 თებერვალი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

6.7.2. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

 სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

6.7.3. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი) განთავისუფლებულნი

არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე                                  

(19 თებერვლის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების

    თანდართვით.

6.7.4. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით)

6.7.5. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  • საქართველოს ონლაინ გრან-პრი:

7.1. საქართველოს ონლაინ გრან-პრი ჩატარდება წრიული სისტემით, 7 ტურად;

7.2.  დროის კონტროლი 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის

დამატებით;

7.3. მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ონლაინ თასზე 1-8 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;

7.4. მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს    

1 მარტისა – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83;

7.5. იმ შემთხვევაში თუ უფლების მქონე მოჭადრაკე არ დაადასტურებს მონაწილეობას გრან-პრიზე

მაშინ გამონთავისუფლებული ადგილი გადაეცემა ორგანიზატორს, რომელიც “მწვანე ბარათის”

სახით გადასცემს სხვა მონაწილეს არაუგვიანეს 4 მარტისა.

7.6. საქართველოს ონლაინ გრან-პრიზე 1-4 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ

საქართველოს სუპერფინალის საგზურს.

7.7. თაი-ბრეიქი გრან-პრიზე –  ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის

ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  4. კოიას სისტემა.

– თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, გათამაშდება 1 პარტია არმაგედონი – თეთრებით მოთამაშეს

ეძლევა 5 წუთი, შავებით მოთამაშეს კი 4 წუთი (თეთრების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს

თეთრებით მოთამაშე. ყაიმის და შავების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს შავებით მოთამაშე).

7.8. გრან-პრის განრიგი:

ტურიდღესაათი
ვებინარი4 მარტი19:00
გახსნა5 მარტი18:30
I    ტური5 მარტი19:00
II  ტური6 მარტი19:00
III  ტური6 მარტი20:00
IV ტური7 მარტი19:00
V   ტური7 მარტი20:00
VI  ტური8 მარტი19:00
VII ტური8 მარტი20:00

      – აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  • საქართველოს სუპერფინალი:

8.1. სუპერფინალის თითოეული ტურნირი  ჩატარდება წრიული სისტემით 6 მონაწილეს შორის;

8.2. სუპერფინალში მონაწილეობის უფლება აქვთ:

8.2.1. ორგანიზატორის მიერ შერჩეული “მწვანე ბარათის” მქონე 2 მოჭადრაკეს (იხ. დანართი 1);

8.2.2. გრან-პრიზე 1-4 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;

8.3. დროის კონტროლი 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის

დამატებით;

8.4. დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში;

8.5. მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა არაუგვიანეს    

10 მარტისა – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83;

8.6. იმ შემთხვევაში თუ უფლების მქონე მოჭადრაკე არ დაადასტურებს მონაწილეობას სუპერფინალში

მაშინ გამონთავისუფლებული ადგილი გადაეცემა ორგანიზატორს, რომელიც “მწვანე ბარათის”

სახით გადასცემს სხვა მონაწილეს არაუგვიანეს 13 მარტისა.

8.7. თაი-ბრეიქი სუპერფინალში –  ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის

ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  4. კოიას სისტემა.

– თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, გათამაშდება 1 პარტია არმაგედონი – თეთრებით მოთამაშეს

ეძლევა 5 წუთი, შავებით მოთამაშეს კი 4 წუთი (თეთრების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს

თეთრებით მოთამაშე. ყაიმის და შავების მოგების შემთხვევაში პარტიას იგებს შავებით მოთამაშე).

8.8. სუპერფინალის განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე14 მარტი 
გახსნა15 მარტი15:00
I    ტური15 მარტი15:00
II  ტური16 მარტი15:00
III  ტური16 მარტი17:00
IV ტური17 მარტი15:00
V   ტური17 მარტი17:00
დახურვა17 მარტი18:30
  • საქართველოს სუპერფინალის გამარჯვებულები და დაჯილდოება:

9.1. I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

9.2. II-III ადგილზე  გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

9.3. I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ 2022 წლის ევროპის სასკოლო ჩემპიონატის

მონაწილეობის საგზურებს შესაბამის ასაკებში (ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მოჭადრაკეთა

მივლინება მოხდება მიმდინარე პერიოდში საქართველოსა და ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში

არსებული პანდემიური მდგომარეობისა და რეგულაციების გათვალისწინებით).

9.4. მოსწავლეთა შედეგების მიხედვით მწვრთნელებს დაერიცხებათ 2022 წლის მწვრთნელთა

კონკურსის ქულები: I ადგილი -10 ქულა, II ადგილი – 5 ქულა, III ადგილი – 3 ქულა.

9.5.  ყველა ტურნირის შედეგების მიხედვით გამოვლინდება 3 საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც

დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

– I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 10 ქულას, II ადგილი – 6 ქულას, III ადგილი –                     

  4 ქულას, IV ადგილი – 2 ქულას.

9.6. ფულადი პრიზები – 8100 ლარი:

ადგილი13წ. ჭაბუკები13წ. გოგონები11წ. ჭაბუკები11წ. გოგონები9წ. ჭაბუკები9წ. გოგონები
1500500500500500500
2300300300300300300
3200200200200200200
4100100100100100100

მწვრთნელთა ფულადი პრიზები: I ადგილი – 700 ლარი, II ადგილი – 500 ლარი, III ადგილი – 300 ლარი.

მწვრთნელთა შორის ქულების გაყოფის შემთხვევაში საუკეთესოები გამოვლინდებიან “ოლიმპიური

სისტემით” (მედლების მიხედვით – უპირატესობა მიენიჭება ოქროს მედალს და ა.შ.). თუ ყველა

კრიტერიუმი თანაბარი იქნება, მაშინ ადგილები გაიყოფა.

9.6.  I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ:

– 9 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – III სპორტული თანრიგი.

– 11 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – II სპორტული თანრიგი.

– 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I სპორტული თანრიგი.

  1. საერთო წესები:

10.1. ტურზე დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება დროის ამოწურვისთანავე;

10.2. მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა  

ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ

ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს

ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom-ის ვიდეო

გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან,

ანუ მკაფიოდ უნდა  ჩანდეს მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე

ვალდებულია, ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom-ის საშუალებით

            დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ ვერ აკმაყოფილებს            Zoom-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

50_Untitled-1

10.3. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მონაწილეს მოთხოვოს დამატებით მეორე ვიდეო კამერის ჩართვა.

10.4. არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა       

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

10.5. მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება           სხვა პირი;

10.6. კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია           (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა      

Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

10.7. მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული       დროიდან;

10.8. რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;

10.9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.

11. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:

11.1. ტურნირის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების        

დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც  

დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;

11.2. სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და  ტურნირის        მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის       

შესახებ;

11.3. სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული     

დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი  

მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;

11.4. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის          ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

11.5. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1            

წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და  

ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.

11.6. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ Zoom-ში აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის     

მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

12. სააპელაციო კომიტეტი:

12.1. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება        

აქვს გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე         

ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს   50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება;

12.2. გასაჩივრებას არ ექვემდებარება: კომპიუტერული კენჭისყრის შედეგები, სამართლიანი თამაშის          წესების დარღვევის, ინტერნეტთან და სხვა პირად ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული   პრობლემების გამო მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

13. სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

საქართველოს კადეტთა ჩემპიონატის ონლაინ თასი და გრან-პრი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე

www.tornelo.com

– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი:

9 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები და 13 წლამდე ჭაბუკები – 20 თებერვალი 17:00 საათი.

Zoom-ის ბმული

Meeting ID: 823 1373 0739

Passcode: 126876

11 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები და 13 წლამდე გოგონები  – 20 თებერვალი 19:00 საათი.

Zoom-ის ბმული

Meeting ID: 813 0321 4871

Passcode: 589429

ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე