თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით მესამე კორპორატიული ჩემპიონატი.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა 16 გუნდს შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის გუნდებს (მათ შორის ფედერაციებსა და ასოციაციებს). მონაწილეობა არ შეეძლოთ საჭადრაკო კლუბებს, საჭადრაკო სკოლებს, საჭადრაკო ასოციაციებს და  საჭადრაკო ფედერაციებს;

ყველა მონაწილე ჩემპიონატში მონაწილე იურიდიული პირის მოქმედი თანამშრომელი (ასოციაციისა და ფედერაციის შემთხვევაში მისი სრულუფლებიანი წევრი) უნდა ყოფილიყო.

თითოეულ გუნდში 2000-ზე მაღალი რეიტინგის (რაპიდში 2022 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკეს  არ ქონდა თამაშის უფლება.  

9 ტურის შემდეგ ერთნაირი შედეგით: 7 სამატჩო გამარჯვება და 2 ფრედ დასრულებული შეხვედრა, პირველობა გაინაწილეს: ‘საქართველოს ბანკმა’ და ‘ვანო და კომპანიამ‘.

დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა საქართველოს ბანკმა დაისაკუთრა.

მესამე საპრიზო ადგილზე ‘PwC საქართველო’ გავიდა.

სამივე გუნდმა მოიპოვა უფლება საბერძნეთის როდოსზე დაგგმილი ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე მონაწილეობის.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების შემადგენლობა:

I  ადგილი – საქართელოს ბანკი –  დიმიტრი ბედინაძე, გუგა ბურდული, გრიგორი ელოიანი, საბა ამირიძე;

II  ადგილი – ნიკოლოზ ჩხაიძე, სერგო ცომაია, ივანე ჩხაიძე, ლევან ჩეჩელაშვილი და ეკატერინე ცომაია;

III  ადგილი – ‘PwC საქართველო’ – გიორგი ნიკოლაშვილი, ბესო ბერიკელაშვილი, ალექსანდრე ხარატიშვილი, ბეჟანი შერეშაშვილი;