დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

2 – 11 ივნისი 2021 წ.

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ღონისძიების მართვა:

   საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში  ცვლილებების შეტანის უფლება აქვს ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

   02.06-11.06. 2021 წ.  ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

  • მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 10 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 16 წლამდე – 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.   

  • დროის კონტროლი:

    ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
    • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/cFh8sEk1VzvqXuDg9 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) ფოტო 3X4 ზე;  5) მშობლის მიერ ხელმოწერილი დებულების დანართი (თან ერთვის).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 მაისის 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

  • თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
    • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
    • დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
    • რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

   სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  • თაი– ბრეიქი:

    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვი16 წლამდე10 წლამდე
ვებინარი და ტესტ ტურნირი1 ივნისი 18:00 – გოგონები 20:00 – ჭაბუკები
ვებინარი და ტესტ ტურნირი2 ივნისი19:00 
გახსნა3 ივნისი17:3019:00
I ტური3 ივნისი18:0019:30
II ტური4 ივნისი18:0019:30
III ტური5 ივნისი18:0019:30
IVტური6 ივნისი18:0019:30
Vტური7 ივნისი18:0019:30
VI ტური8 ივნისი18:0019:30
VII ტური9 ივნისი18:0019:30
VIII ტური10 ივნისი18:0019:30
IX ტური11 ივნისი18:0019:30
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება12 ივნისი18:0018:00
  1. გამარჯვებულები:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი

ფასიანი ვაუჩერით.

– II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი

ფასიანი ვაუჩერით.

– III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი

ფასიანი ვაუჩერით.

– I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;

– II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

ჩემპიონატზე დაითვლება მწვრთნელთა კონკურსის ქულები.

  1. საერთო წესები:
    1. ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
    1. მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა   ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom-ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ მკაფიოდ უნდა  ჩანდეს მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია, ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom-ის საშუალებით

     დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

50_Untitled-1
  1. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მონაწილეს მოთხოვოს დამატებით მეორე ვიდეო კამერის ჩართვა.
    1. არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);
    1. მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი;
    1. კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;
    1. მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან;
    1. რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;
    1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.
  2. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
    1. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ მსაჯები Zoom-ში აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;
    1. ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და  ტურნირის მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის შესახებ;
    1. სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.
  3. სააპელაციო კომიტეტი:
    1. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება;
    1. გასაჩივრებას არ ექვემდებარება: კომპიუტერული კენჭისყრის შედეგები, სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის, ინტერნეტთან და სხვა პირად ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
  1. სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

  – ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

10 წლამდე ასაკის ჭაბუკები  – 1 ივნისი – 18:00 საათი. Zoom-ის ბმული

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

10 წლამდე ასაკის გოგონები  – 1 ივნისი – 20:00 საათი. Zoom-ის ბმული

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

16 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები – 2 ივნისი 19:00 საათი. Zoom-ის ბმული

Meeting ID: 891 9780 0653           Passcode: 966062

ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე