დ ე ბ უ ლ ე ბ ა

11-15 დეკემბერი 2020 წ.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

11.12-15.12. 2020 წ. ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

12 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

  • 16 წლამდე – 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

  • სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
  • ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

  • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა

(თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე

ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის

10 დეკემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/nciFaa7r2qHKzhVH9

ელვისებურ ჭადრაკში -https://forms.gle/bUo13KvQWUKD1fgd6

2020 წლის10 დეკემბრის 18.00 საათამდე.

  • თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია:

სწრაფ ჭადრაკში- 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

ელვისებურ ჭადრაკში – 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

  • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 დეკემბრის 18.00 საათი.

თაი- ბრეიქი:

  • ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

ტურნირის განრიგი:

  • სწრაფ ჭადრაკში
ტურიდღესაათი
ვებინარი და ტესტ ტურნირი11 დეკემბერი12 წლამდე – 15:00
16 წლამდე – 18:00
გახსნა12 დეკემბერი14:30
I ტური12 დეკემბერი15:00
II ტური12 დეკემბერი16:30
III ტური12 დეკემბერი18:00
IV ტური13 დეკემბერი15:00
V ტური13 დეკემბერი16:30
VI ტური13 დეკემბერი18:00
VII ტური14 დეკემბერი15:00
VIII ტური14 დეკემბერი16:30
IX ტური14 დეკემბერი18:00
დახურვა14 დეკემბერი19:00
  • ელვისებურ ჭადრაკში
ტურირიცხვი საათი
გახსნა15 დეკემბერი14:30
I- IX ტური15 დეკემბერი15:00
დახურვა15 დეკემბერი18:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

გამარჯვებულები:

  • ჩემპიონატის გამარჯვებულები დასახელდებიან ტურნირის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში,

როდესაც ონლაინ პლატფორმა chess.com -ის მიერ დასრულდება პარტიების შემოწმება სამართლიანი

თამაშის პრინციპების დაცვაზე.

  • ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით

საერთო წესები:

  • სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

ჩაეთვლება წაგება;

  • ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • მოჭადრაკეები ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად უნდა

ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის

დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული

როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება

მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს

მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს

დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom – თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

  • არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

  • მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ონლაინ პლატფორმა chess.com – ი დაბლოკავს მას ან

მსაჯები Zoom-ში ჩართვისას აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა

კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეებიის საკითხი შემდგომი დისციპლინარული დასჯისათვის

გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეთიკის კომისიას, ასევე ფიდეს შესაბამის კომისიას.

  • მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი;

  • კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

  • პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;
  • მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან;

რეკომენდირებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება.

  • განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების

გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ტურნირი.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

  • ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა – www.chess.com (იხილეთ წესები – დანართი 1)
  • ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი

ნამდვილი სახელი და გვარი.

  • მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ

კლუბში 10 დეკემბრის 22:00 საათამდე:

12 წლამდე ჭაბუკები – Georgian Rapid and Blitz Championship U12 Boys

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u12-boys)

12 წლამდე გოგონები – Georgian Rapid and Blitz Championship U12 Girls

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u12-girls)

16 წლამდე ჭაბუკები – Georgian Rapid and Blitz Championship U16 Boys

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u16-boys)

16 წლამდე გოგონები – Georgian Rapid and Blitz Championship U16 Girls

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u16-girls)

  • ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 11 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი

12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 15:00 საათზე –

16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე –

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.

Chess.com საზოგადოების წესები და პრინციპები
Chess.com წარმოადგენს ჭადრაკის მოყვარულთა უდიდეს ონლაინ გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს მილიონობით აქტიურ მომხმარებელს, პლანეტის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს. ჩვენ ვისწრაფვით უსაფრთხო, კეთილმოსურნე და ცუდი გავლენისაგან თავისუფალი გარემოს შექმნისათვის, რომელშიც ჭადრაკის მოყვარულებს შეეძლებათ ისიამოვნონ თამაშით.

ჩვენ ვთხოვთ ყველა მომხმარებელს მოექცეთ სხვებს ისე, როგორც გსურთ მოგექცნენ თქვენ, და დაიცვათ დადგენილი წესები. მოჭადრაკეები და მომხმარებლები, რომლებიც ვერ შეძლებენ დაიცვან მოცემული წესები, მიიღებენ გაფრთხილებას და შეიზღუდებიან საიტის შესაძლებლობების მოხმარებაში და სხვა მომხმარებლებთან თამაშში. ამასთანავე მათი აკაუნტები შეიძლება დაიხუროს.

საზოგადოებაში მოქცევის წესები

  • იყავით კეთილი, იყავით მზად დაეხმაროთ და აპატიოთ
  • ნუ მიმართავთ შეურაცხყოფებს, მუქარებს, დისკრიმინაციას ან შეუფერებელ ყოფაქცევას სხვა მომხმარებელთა მიმართ
  • ნუ დაკავდებით ტროლინგით, თემიდან გადახვევით, სხვა სახის ან უაზრო მასალების გამოქვეყნებით
  • არ გაავრცელოთ სპამი, სარეკლამო განცხადებები, და არ დააკოპიროთ კომენტარები და შეტყობინებები
  • ნუ დაკავდებით თქვენი კლუბის გადაჭარბებული რეკლამით
  • ნუ განიხილავთ საჯარო განხილვაში რელიგიურ და პოლიტიკურ თემებს
  • არ გამოაქვეყნოთ უწესო ან პორნოგრაფიული მასალები
  • ნუ იმსჯელებთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებზე
  • ნუ შექმნით ერთზე მეტ აკაუნტს
    • სპორტული კოდექსი
  • ნუ გააუქმებთ პარტიებს ხშირად
  • ნუ აიძულებთ მეტოქეებს დაგელოდოთ უმიზეზოდ
  • ნუ შეწყვიტავთ კავშირს და ნუ მიატოვებთ პარტიას დანებების გარეშე, როდესაც აგებთ
  • ნუ შეურაცხყოფთ და ნუ გაამტყუნებთ მეტოქეებს
    • სამართლიანი თამაშის პოლიტიკა
  • არ გამოიყენოთ დახმარება სხვა მოთამაშისგან ან მწვრთნელისგან
  • ნუ მისცემთ უფლებას გარეშე პირებს ისარგებლონ თქვენი აკაუნტით და ნუ შეხვალთ სხვების აკაუნტებში
  • არ ისარგებლოთ ჭადრაკის პროგრამებით, ბოტებით, პლაგინებითა და პოზიციის ანალიზის სხვა საშუალებებით თამაშის დროს
  • ნუ დაკავდებით რეიტინგის, მატჩების ან პარტიების შედეგების ხელოვნური შეცვლით
  • ხელს ნუ შეუშლით თამაშში სხვა მომხმარებლებს
  • არ ისარგებლოთ მონაცემთა ბაზებით და სხვა წყაროებით, სადაც მითითებულია თუ რომელი სვლა არის უძლიერესი
  • არ “შეამოწმოთ შეცდომაზე” და არ გაანალიზოთ თქვენი მიმდინარე პარტიები
  • თუ თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენი მეტოქე იყენებს გარეშე დახმარებას, ეს არ გაძლევთ უფლებას უპასუხოთ მას მსგავსად. გთხოვთ, შეგვატყობინოთ თქვენი ეჭვების შესახებ