2 – 4 აპრილი, 2021 წ.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
02.04 – 04.04.2021 წ. ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com
- მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ პირს.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 4 ტურად.
– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და შეზღუდული
შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე:
ელ. ფოსტა – geo.chess.event@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
- თაი– ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ვებინარი და ტესტ ტურნირი | 2 აპრილი | 20:00 |
გახსნა | 3 აპრილი | 15:00 |
I ტური | 3 აპრილი | 15:00 |
II ტური | 3 აპრილი | 16:30 |
III ტური | 4 აპრილი | 15:00 |
IVტური | 4 აპრილი | 16:30 |
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება | 5 აპრილი | 18:00 |
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- გამარჯვებულები:
ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.
- საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
- მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი.
- აუცილებლობის შემთხვევაში მთავარ მსაჯთან შეთანხმებით მონაწილეს უფლება აქვს სათამაშო სივრცეში ყავდეს ასისტენტი ტურნირის მსვლელობის დროს.
- არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი) მთავარ მსაჯთან შეთანხმების გარეშე;
- კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;
- მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან;
- რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;
- განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.
- სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
- მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ მსაჯები Zoom-ში აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;
- ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;
- სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და ტურნირის მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის შესახებ;
- სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;
- სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
- სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას.
- სათამაშო ონლაინ პლატფორმა:
– ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com
– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად, 2 აპრილს გაიმართება ვებინარი და
ტესტ პარტიები:
Zoom-ის ბმული – https://us02web.zoom.us/j/82652858670?pwd=SUtIeEJ2VmJjMW5MVVNGSmd6WHFEZz09
Meeting ID: 826 5285 8670; Passcode: 107072
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე
სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია