17 – 26 მარტი 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
17.03-26.03. 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.
3. სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.
თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
4. განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ჩამოსვლის დღე | 17 მარტი | |
კენჭისყრა | 18 მარტი | 11.00 |
გახსნა | 18 მარტი | 14.00 |
I ტური | 18 მარტი | 14.00 |
II ტური | 19 მარტი | 14.00 |
III ტური | 20 მარტი | 14.00 |
IV ტური | 21 მარტი | 14.00 |
V ტური | 22 მარტი | 14.00 |
VI ტური | 23 მარტი | 14.00 |
VII ტური | 24 მარტი | 14.00 |
VIII ტური | 25 მარტი | 14.00 |
IX ტური | 26 მარტი | 14.00 |
დახურვა | 26 მარტი | 18.00 |
- მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს.
მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო
შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტი 2021 წლის 16 მარტის 18.00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
– რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მარტის 18.00 საათი.
– თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
– საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.
– რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
8. თაი- ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
9. დაჯილდოება:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
10. საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
უმაღლესი ლიგა გაიმართება 2021 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის
ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
- საქართველოს 2019 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
- საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
- I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;
უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით.
- საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ;
– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია
სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი