დ ე ბ უ ლ ე ბ ა

12-22 ივნისი, 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ღონისძიების მართვა:

საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში  ცვლილებების შეტანის უფლება აქვს

ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

12.06-22.06.2021 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.

თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან   ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.   

  1. განრიგი:
ტურიDდღესაათი
ტექნიკური შეხვედრა12 ივნისი15.00
გახსნა13 ივნისი13.30
I ტური13 ივნისი14.00
II ტური14 ივნისი14.00
III ტური 15 ივნისი14.00
IV ტური16 ივნისი14.00
V ტური17 ივნისი14.00
დასვენების დღე18 ივნისი 
VI ტური19 ივნისი14.00
VII ტური20 ივნისი14.00
VIII ტური21 ივნისი14.00
IX ტური22 ივნისი14.00
დახურვა22 ივნისი 
  1. მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2019 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო I-III მოჭადრაკეს;

ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული

მოჭადრაკით;

ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს

2021 წლის 20 მაისისა.

  1.  კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  1. თაი-ბრეიქი:

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების

შემთხვევაში:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  4. კოიას სისტემა.
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)

 8.  გამარჯვებულნი:

     – I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის

        კანდიდატად;

     – I-III  ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე,      

        იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში;

     – I-III  ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ქალთა                   

        79-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოება:

       – I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       – I-III  ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       – I-X ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი: 25000 ლარი.

ადგ.პრიზი
18000 ლარი
26000 ლარი
34000 ლარი
42500 ლარი
51700 ლარი
61100 ლარი
7700 ლარი
8500 ლარი
9300 ლარი
10200 ლარი

პრიზები არ იყოფა.

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.                                                                         

  10. საერთო წესები:

      – ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

      – ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

      – მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

         სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.

შესაბამისად (იხ. დანართი 2).

      – ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

        მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის   

        ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

        უკან დაუბრუნდება.

11. მონაწილეების ვალდებულებები:

       – კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და       

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.

– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის                       

ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.

– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

– მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და  ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის

მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა

და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში. 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი