13 – 22 დეკემბერი 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     13.12-22.12. 2021  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე13 დეკემბერი 
კენჭისყრა14 დეკემბერი11.00
გახსნა14 დეკემბერი14.00
I ტური14 დეკემბერი14.00
II ტური15 დეკემბერი14.00
III ტური16 დეკემბერი14.00
IV ტური17 დეკემბერი14.00
V ტური18 დეკემბერი14.00
VI ტური19 დეკემბერი14.00
VII ტური20 დეკემბერი14.00
VIII ტური21 დეკემბერი14.00
IX ტური22 დეკემბერი14.00
დახურვა22 დეკემბერი18.00
  • მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:

–  მოჭადრაკეები რეიტინგით 1800 და მეტი რეიტინგით (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM,

WIM, WGM – წოდებიანები;

– 2021 წელს 14, 16, 18, 20 წლის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;

– 2021 წელს რეგიონების ქალთა ჩემპიონატებზე I ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი 2021 წლის  12 დეკემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

–  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2021 წლის  12 დეკემბრის 18.00 საათი.

–  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

– საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

    – რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.                                                  

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს

ლიგაში.

10.  საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2022 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის

ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2021 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2021 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო I-II მოჭადრაკეს;

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით.

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

–  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;

–  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

   სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;

 –  ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

 გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

    მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.                                

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

           მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

დანართი 1

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).
  10. მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან გამოაგზავნონ ელ ფოსტაზე (n.alavidze64@gmail.com) “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი 13 დეკემბრის 18:00 საათამდე, ასევე 18 დეკემბრის 18:00 საათამდე.
  11. მონაწილეები რომელთაც ტურნირის დაწყებამდე 14 დღით ადრე მაინც აქვთ გაკეთებული ვაქცინის მეორე დოზა ან ბოლო 6 თვის განმავლობაში ქონდათ კოვიდ 19 დადასტურებული, არ არიან ვალდებულნი წარმოადგინონ ტესტის პასუხი. ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოაგზავნონ ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი.
  12. ტურნირის დირექცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ტურნირის განრიგი “კოვიდ-19” პანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გათვალისწინებით.

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.