5 – 15 თებერვალი, 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება
განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
05.02-15.02.2023 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.
- სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.
თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან
ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
- განრიგი:
ტური | Dდღე | საათი |
ტექნიკური შეხვედრა | 5 თებერვალი | 14:00 |
გახსნა | 6 თებერვალი | 13:45 |
I ტური | 6 თებერვალი | 14:00 |
II ტური | 7 თებერვალი | 14:00 |
III ტური | 8 თებერვალი | 14:00 |
IV ტური | 9 თებერვალი | 14:00 |
V ტური | 10 თებერვალი | 14:00 |
დასვენების დღე | 11 თებერვალი | |
VI ტური | 12 თებერვალი | 14:00 |
VII ტური | 13 თებერვალი | 14:00 |
VIII ტური | 14 თებერვალი | 14:00 |
IX ტური | 15 თებერვალი | 14:00 |
დახურვა | 15 თებერვალი |
- მონაწილენი:
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
- საქართველოს 2022 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
- საქართველოს 2022 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით 1 მოჭადრაკეს;
- საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის I ლიგაში I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული
მოჭადრაკით;
ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს
2023 წლის 20 იანვრისა.
- კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
- თაი-ბრეიქი:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების
შემთხვევაში:
- ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
- მოგებების მეტი რაოდენობა;
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- კოიას სისტემა.
- თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)
8. გამარჯვებულნი:
– 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის
კანდიდატად;
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2024 წლის საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
9. დაჯილდოება:
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით;
– 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 30000 ლარი.
ადგ. | პრიზი |
1 | 10000 ლარი |
2 | 7500 ლარი |
3 | 5000 ლარი |
4 | 3000 ლარი |
5 | 2000 ლარი |
6 | 1200 ლარი |
7 | 800 ლარი |
8 | 500 ლარი |
– პრიზები არ იყოფა.
– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
10. საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად.
წესების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციაში გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში
უკან დაუბრუნდება.
11. მონაწილეების ვალდებულებები:
– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის ტექნიკურ
შეხვედრას და გახსნა-დახურვის ცერემონიას.
– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.
– მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის
მონაწილეები ორგანიზატორის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან მიიღონ
მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი