მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ ქართველი მოჭადრაკეები ესპანეთის ქალაქ სიტჯესში დასრულებულ მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე!

ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ლელა ჯავახიშვილმა დააფიქსირა. ქართველმა დიდოსტატმა მეოთხე დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა!

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში რუსეთის ნაკრებმა ინდოეთის ქალთა გუნდს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი