საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა მსოფლიო ტოპ-ათეულის წარმომადგენელ პოლონეთის ნაკრებთან! პაექრობა 3 დღეს მიმდინარეობდა, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით;3 წუთი პარტიაზე+2 წამი პირველივე სვლიდან.
სამი დღის განამავლობაში 24 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით:74,5 : 57,5 (37,5:28,5;37:29) გაიმარჯვეს!
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლელა ჯავახიშვილი დასახელდა – მის აქტივში 24-დან 17 ქულაა!
საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- ნანა ძაგნიძე (2524)
- ლელა ჯავახიშვილი (2473)
- ნინო ბაციაშვილი (2460)
- მერი არაბიძე (2437)
- სალომე მელია (2371)
- სოფიკო ხუხაშვილი (2334)
პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- მონიკა სოჩკო (2421)
- კარინა სიფკა (2415)
- იოლანტა ზავადკა (2399)
- ივეტა რახლიჩი (2394)
- კლაუდია კულონი (2347)
- იულია ანტოლაკი (2313)
- ალისია სლივიჩკა (2311)