დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორები:
– საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან
შეთანხმებით აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
30 ივნისი 2023 წ. 13:00 საათი. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29.
- მონაწილენი:
- ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის გუნდებს.
- თითოეულ სკოლას აქვს უფლება გამოიყვანოს ერთი გუნდი.
- მონაწილეობის უფლება არ აქვთ: აკადემიების, საჭადრაკო კლუბების, სპეციალიზებული სასპორტო სკოლების გუნდებს.
- თითოეული გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება ერთდაიმავე სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 4 ძირითადი და 1 სათადარიგო 12 წლამდე ასაკის (2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული) მოჭადრაკით , თითოეულ გუნდს უნდა ყავდეს 1 არამოთამაშე კაპიტანი.
- ყველა გუნდი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
- ჩემპიონატში მონაწილე სკოლებმა 2023 წლის 28 ივნისის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე – n.alavidze64@gmail.com (მობ: 558 11 86 83) სკოლის დირექციის მიერ დამოწმებული გუნდების სახელობითი განაცხადი (თან ერთვის) ძირითადი და სათადარიგო მოჭადრაკეების საბოლოო შემადგენლობა დაფების მიხედვით. ასევე გუნდის წევრების დაბადების მოწმობები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის (50 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 ივნისი 18:00 სათი.
თითოეული გუნდის სატურნირო შესატანია – 50 ლარი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს გუნდი, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
- გამარჯვებულთა გამოვლენა:
გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება – 2 ქულით, ფრე – 1 ქულით, წაგება – 0 ქულით.
- თაი– ბრეიქი:
ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ოლიმპიადის ზონებორნ-ბერგერის სისტემით; 2. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით; 3. ურთიერთშორის მატჩის შედეგით;
- ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
გახსნა | 30 ივნისი | 12:45 |
I ტური | 30 ივნისი | 13:00 |
II ტური | 30 ივნისი | 13:40 |
III ტური | 30 ივნისი | 14:20 |
IVტური | 30 ივნისი | 15:00 |
Vტური | 30 ივნისი | 15:40 |
VI ტური | 30 ივნისი | 16:20 |
VII ტური | 30 ივნისი | 17:00 |
დახურვა | 30 ივნისი | 18:00 |
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- გამარჯვებულები:
– I ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს მსოფლიო სასკოლო გუნდური ჩემპიონატის საგზურს
ავიაბილეთების, სასტუმროს (სამჯერადი კვებით) დაფინანსებით და დაჯილდოვდება თასით, მედლით
და დიპლომით.
– II-III ადგილზე გუნდები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით და დიპლომით.
- საერთო წესები:
– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების,
დებულების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს;
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი