11 და 15  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

25 – 28 თებერვალი 2021 წ.

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ჩატარების ვადები და ადგილი:

   25.02-28.02. 2021 წ.  ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

  • მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

– 11 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

– 15 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

  • სისტემა და კვალიფიკაცია:

– ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.   

– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  • დროის კონტროლი:

    ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე

(პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
    • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ: 1) შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან      ერთვის); 2) დაბადების მოწმობის ასლი; 3) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის                  (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 23 თებერვლი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/A9h79quj23mqixd58

2021 წლის 23 თებერვლის 18:00 საათამდე.

  • თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
    • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
    • დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
    • რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

   სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  • თაი– ბრეიქი:

    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:
ტურირიცხვისაათი
ვებინარი და ტესტ ტურნირი25 თებერვალი11 წლამდე – 16:00 15 წლამდე – 18:00
გახსნა26 თებერვალი14:30
I ტური26 თებერვალი15:00
II ტური26 თებერვალი16:00
III ტური26 თებერვალი17:00
IVტური27 თებერვალი15:00
Vტური27 თებერვალი16:00
VI ტური27 თებერვალი17:00
VII ტური28 თებერვალი15:00
VIII ტური28 თებერვალი16:00
IX ტური28 თებერვალი17:00
დადასტურებული შედეგების გამოქვეყნება1 მარტი18:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  • გამარჯვებულები:

ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.

  1. საერთო წესები:
    1. ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
    1. მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა   ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში Zoom-ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom-ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ მკაფიოდ უნდა  ჩანდეს მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია, ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom-ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
50_Untitled-1
  1. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მონაწილეს მოთხოვოს დამატებით მეორე ვიდეო კამერის ჩართვა.
    1. არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);
    1. მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი;
    1. კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;
    1. მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან;
    1. რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;
    1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.
  2. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
    1. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ მსაჯები Zoom-ში აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;
    1. ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და  ტურნირის მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის შესახებ;
    1. სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
    1. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.
  3. სააპელაციო კომიტეტი:
    1. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება;
    1. გასაჩივრებას არ ექვემდებარება: კომპიუტერული კენჭისყრის შედეგები, სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის, ინტერნეტთან და სხვა პირად ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  4. სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

  – ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად, 25 თებერვალს გაიმართება ვებინარი და

ტესტ პარტიები:

11 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 16:00 საათზე –

https://us02web.zoom.us/j/83262703779?pwd=ZkFZT0RXUUcxWlVEai9kcGxGYjdJQT09

15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 18:00 საათზე –

https://us02web.zoom.us/j/88350826782?pwd=SnBDemE0djR4Y3JNZlRnZXJObFVZUT09

ვებინარზე დასწრება სავალდებულოა მონაწილეებისათვის, ასევე სასურველია მათი

მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე