10 – 17 მარტი, 2023 წ.

ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ტურნირები:
    • ღია ტურნირი;  
    • ქალთა ტურნირი.
  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • სათამაშო წესები:
    • დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
    • ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
    • ქალთა ტურნირში 10-ზე ნაკლები მონაწილის შემთხვევაში კაცთა და ქალთა ტურნირები

გაერთიანდება.

  • აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
    • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
  • მონაწილენი და რეგისტრაცია:
    • ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
    • ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1974 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს

ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს.

  • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/hyNLN2Q1V6jbkr4i8 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ პირადობის მოწმობის ასლი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 9 მარტი 18:00 სათი.

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

  • სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

7. ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე10 მარტი 
I ტურის კენჭისყრა  11 მარტი12:00
გახსნა14:45
I ტური15:00
II ტური12 მარტი15:00
III ტური13 მარტი15:00
IV ტური14 მარტი15:00
V ტური15 მარტი15:00
VI ტური16 მარტი15:00
VII ტური17 მარტი15:00
დახურვა17 მარტი18:00
  • პრიზები: საპრიზო ფონდია 3000 ლარი.
ადგილიღიაქალები
1800600
2600400
3400200

   – თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

– კაცთა და ქალთა ტურნირების გაერთიანების შემთხვევაში, თუ ქალი მოიპოვებს 2 პრიზს

როგორც კაცთა ასევე ქალთა შორის, მაშინ მას აქვს ორივე პრიზის აღების უფლება.

 – პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

  • დაჯილდოება:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და

დიპლომებით.

   – II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება.

  1. საერთო წესები:

 – ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად.

წესების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს

ჭადრაკის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება

აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე

ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან

დაუბრუნდება.

 ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

  მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი