დ ე ბ უ ლ ე ბ ა
24 იანვარი- 5 თებერვალი, 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
- ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
24.01-05.02.2022 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.
- სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 12 მონაწილეს შორის.
თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე
30 წამის დამატებით.
- განრიგი:
ტური | Dდღე | საათი |
ტექნიკური შეხვედრა | 24 იანვარი | 14.00 |
გახსნა | 25 იანვარი | 13.30 |
I ტური | 25 იანვარი | 14.00 |
II ტური | 26 იანვარი | 14.00 |
III ტური | 27 იანვარი | 14.00 |
IV ტური | 28 იანვარი | 14.00 |
V ტური | 29 იანვარი | 14.00 |
VI ტური | 30 იანვარი | 14.00 |
დასვენების დღე | 31 იანვარი | |
VII ტური | 1 თებერვალი | 14.00 |
VIII ტური | 2 თებერვალი | 14.00 |
IX ტური | 3 თებერვალი | 14.00 |
X ტური | 4 თებერვალი | 14.00 |
XI ტური | 5 თებერვალი | 14.00 |
დახურვა | 5 თებერვალი |
- მონაწილენი:
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ვაჟთა 80-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორებს;
- საქართველოს 2021 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
- საქართველოს 2021 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
- I ლიგის საუკეთესო I-IV მოჭადრაკეს;
- 1 მოჭადრაკე ფედერაციის ნომინაციით.
ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე
მოჭადრაკეებით (2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით);
ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს
2022 წლის 17 იანვრის 18.00 საათამდე.
- კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
- თაი-ბრეიქი:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების
შემთხვევაში:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- მოგებების მეტი რაოდენობა;
- ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
- კოიას სისტემა.
- თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)
8. გამარჯვებულნი:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის
კანდიდატად;
– I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2022 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე
იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2022 წლის განმავლობაში;
– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება 2023 წლის საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის
უმაღლეს ლიგაში.
9. დაჯილდოება:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
– I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
– I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 25000 ლარი.
ადგ. | პრიზი |
1 | 8000 ლარი |
2 | 6000 ლარი |
3 | 4000 ლარი |
4 | 2700 ლარი |
5 | 1800 ლარი |
6 | 1200 ლარი |
7 | 800 ლარი |
8 | 500 ლარი |
პრიზები არ იყოფა.
ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
10. საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია
სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.
შესაბამისად (იხ. დანართი 2).
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში
უკან დაუბრუნდება.
11. მონაწილეების ვალდებულებები:
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.
– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის
ტექნიკურ შეხვედრას და გახსნა-დახურვის ცერემონიას.
– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.
– მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის
მონაწილეები ორგანიზატორის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან მიიღონ
მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი