13 – 22 დეკემბერი 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     13.12-22.12. 2022  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე13 დეკემბერი 
კენჭისყრა14 დეკემბერი12.00
გახსნა14 დეკემბერი15.00
I ტური14 დეკემბერი15.00
II ტური15 დეკემბერი15.00
III ტური16 დეკემბერი15.00
IV ტური17 დეკემბერი15.00
V ტური18 დეკემბერი15.00
VI ტური19 დეკემბერი15.00
VII ტური20 დეკემბერი15.00
VIII ტური21 დეკემბერი15.00
IX ტური22 დეკემბერი15.00
დახურვა22 დეკემბერი19.00
  • მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:

–  მოჭადრაკეები რეიტინგით 1800 და მეტი რეიტინგით (ფიდეს 01.12.2022წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM, WIM, WGM, FM,  IM, GM – წოდებიანები;

– 2022 წელს 14, 16, 18, 20 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები;

– 2022 წელს 8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;

– 2022 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/VR5sKn1UHnLBBzPa9 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის მოწმობის ასლი;

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო

ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის  12 დეკემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

–  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

– საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულები არიან სატურნირო შესატანისგან.

    – რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.                                                  

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლეს

ლიგაში.

10.  საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2023 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის

ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. საქართველოს ვაჟთა მე-81 ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2022 წლის ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2022 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო 2 მოჭადრაკეს;

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით (2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით).

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

–  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

   სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;

 –  ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

 გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

    მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

           მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი