დ ე ბ უ ლ ე ბ ა

3 – 13 იანვარი, 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

03.01-13.01.2023 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.

            თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე                            

            30 წამის დამატებით.

  1. განრიგი:
ტურიDდღესაათი
ტექნიკური შეხვედრა3 იანვარი14:00
გახსნა4 იანვარი13:30
I ტური4 იანვარი14:00
II ტური5 იანვარი14:00
III ტური 6 იანვარი14:00
დასვენების დღე7 იანვარი 
IV ტური8 იანვარი14:00
V ტური9 იანვარი14:00
VI ტური10 იანვარი14:00
VII ტური11 იანვარი14:00
VIII ტური12 იანვარი14:00
IX ტური13 იანვარი14:00
დახურვა13 იანვარი 
  1. მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2022 წლის ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2022 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო 2 მოჭადრაკეს;

ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე

მოჭადრაკეებით (2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით);

              ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს

2022 წლის 25 დეკემბრის 18.00 საათამდე.

  1.  კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  1. თაი-ბრეიქი:

        გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების

შემთხვევაში:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  4. კოიას სისტემა.
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)

 8.  გამარჯვებულნი:

     – 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის  

          კანდიდატად;

– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;

– 1-3  ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვებიან 2024 წლის საქართველოს ვაჟთა  83-ე ჩემპიონატის

    უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოება:

       – 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       – 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       – 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი: 30000 ლარი.

ადგ.პრიზი
110000 ლარი
27500 ლარი
35000 ლარი
43000 ლარი
52000 ლარი
61200 ლარი
7800 ლარი
8500 ლარი

პრიზები არ იყოფა.

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.                                                                         

  10. საერთო წესები:

      – ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

      – ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

      – მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

         სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.

შესაბამისად (იხ. დანართი 2).

      – ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

        მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის   

        ფედერაციაში გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

        უკან დაუბრუნდება.

11. მონაწილეების ვალდებულებები:

– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის                       

ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.

– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

– მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და  ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის

მონაწილეები ორგანიზატორის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან  მიიღონ 

მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში. 

             ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი