‘ნინო გურიელი თასი-2022

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37

  1. ორგანიზატორები:

1.1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ტურნირები:
    •  ღია ტურნირი;  
    •  ქალთა ტურნირი.
  • ღონისძიების მართვა:
    • საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს

ღონისძიებების სუპერვაიზერს(ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).

  • სათამაშო წესები:

4.1. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

4.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.

4.3. დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.

  • ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
    • ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი;

5.2.მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

forms ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის მოწმობის

ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 დეკემბერი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

5.3. თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). საქართველოს

ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

       სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

5.4. სატურნირო შესატანისგან განთავისუფლებულნი არიან მოჭადრაკეები ფიდეს შემდეგი წოდებებით:  GM, IM, FM, WGM, WIM, WFM. ასევე სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი).

5.5. მონაწილეთა ცხოვრების, კვების, გზის და სატურნირო შესატანის თანხებს იხდის მიმავლინებელი

ორგანიზაცია.

  • ტურნირების განრიგი:
ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის / რეგისტრაციის დღე5 დეკემბერი 
გახსნა6 დეკემბერი14:30
I – VII    ტური6 დეკემბერი15:00
VIII – XIII    ტური7 დეკემბერი15:00
დახურვა7 დეკემბერი17:00
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

7.1. თანაბარი  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა) ურთიერთშორის შეხვედრა;

ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

ე) მოგებების მეტი რაოდენობით.

7.2.  ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან             

        ნინო გურიელის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი  პრიზებით;              

        II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

  • საპრიზო ფონდი:

8.1. ფულადი პრიზი – 6000 ლარი:

ტურნირი12345
ღია ტურნირი1200800500300200
ქალთა ტურნირი 1200800500300200

8.2. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;

8.3. თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

–  პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

  • საერთო წესები:

9.1. ტურზე დაგვიანების დრო – 3 წუთი.

9.2. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია

წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,

რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო დიდოსტატი – ნინო გურიელი

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა