ნანა იოსელიანის თასი-2023

25 – 28 იანვარი 2023 წ.

ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 29

                               

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  • ტურნირები:
    •  ღია ტურნირი;  
    •  ქალთა ტურნირი.
  • ღონისძიების მართვა:

განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ

დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება

განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.

  • სათამაშო წესები:

4.1. დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

4.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

4.3. დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.

  • მონაწილენი და რეგისტრაცია:
    • ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
    • ღია ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა. კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2400 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);

ბ. ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, IM, FM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;

გ. 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;

დ. საქართველოს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

  • ქალთა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა. კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2300 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);

ბ. ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;

გ. 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;

დ. საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური

რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

5.4.მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/qRrakYuxNiTgbmgn7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 იანვარი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

5.5. მონაწილეთა ცხოვრების, კვების, გზის და სატურნირო შესატანის თანხებს იხდის მიმავლინებელი

ორგანიზაცია.

  • ტურნირების განრიგი:
ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე25 იანვარი 
გახსნა / მისალმება26 იანვარი14:45
I       ტური26 იანვარი15:00
II     ტური26 იანვარი16:15
III    ტური26 იანვარი17:30
IV    ტური27 იანვარი15:00
V     ტური27 იანვარი16:15
VI    ტური27 იანვარი17:30
VII   ტური28 იანვარი15:00
VIII  ტური28 იანვარი16:15
IX     ტური28 იანვარი17:30
დახურვა28 იანვარი18:30
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

7.1. თანაბარი  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

გ) ურთიერთშორის შეხვედრა;

დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

ე) მოგებების მეტი რაოდენობით.

7.2. ღია და ქალთა ტურნირებში 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

7.3. ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნანა იოსელიანის

სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი  პრიზით;              

        II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;

  • საპრიზო ფონდი:

8.1. ფულადი პრიზი – 8000 ლარი:

ტურნირი12345
ღია ტურნირი15001000700500300
ქალთა ტურნირი 15001000700500300

8.2. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;

8.3. თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

8.4. პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

  • საერთო წესები:
    • ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების  

დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.

  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია

წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,

რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი