28 მარტი – 6 აპრილი 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     28.03-06.04. 2021  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე28 მარტი 
კენჭისყრა29 მარტი11.00
გახსნა29 მარტი14.00
I ტური29 მარტი14.00
II ტური30 მარტი14.00
III ტური31 მარტი14.00
IV ტური1 აპრილი14.00
V ტური2 აპრილი14.00
VI ტური3 აპრილი14.00
VII ტური4 აპრილი14.00
VIII ტური5 აპრილი14.00
IX ტური6 აპრილი14.00
დახურვა6 აპრილი18.00
  • მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:

–  მოჭადრაკეები რეიტინგით 1800 და მეტი რეიტინგით (ფიდეს 01.03.2021წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM – წოდებიანები;

– 2020 წელს  8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატების I ადგილზე გასული მოჭადრაკეები და             14, 16, 18 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;

–     2020 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  • რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი 2021 წლის  27 მარტის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

–  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2021 წლის  27 მარტის 18.00 საათი.

–  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

– საერთაშორისო დიდოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

    – რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.                                                  

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

– I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

– II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

– I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

10.  საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2021 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის

ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2019 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით (2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით).

  1. საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

–  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;

–  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

   სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;

 –  ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

 გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

    მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

          მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

დანართი 1

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურნირის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურნირის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.