19 – 29 აპრილი, 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

19.04-29.04.2021 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.

            თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30

წამის დამატებით.

  1. განრიგი:
ტურიDდღესაათი
ტექნიკური შეხვედრა19 აპრილი15.00
გახსნა20 აპრილი13.30
I ტური20 აპრილი14.00
II ტური21 აპრილი14.00
III ტური 22 აპრილი14.00
IV ტური23 აპრილი14.00
V ტური24 აპრილი14.00
დასვენების დღე25 აპრილი 
VI ტური26 აპრილი14.00
VII ტური27 აპრილი14.00
VIII ტური28 აპრილი14.00
IX ტური29 აპრილი14.00
დახურვა29 აპრილი 
  1. მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  2. საქართველოს 2019 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  4. I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;

ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე

მოჭადრაკეებით (2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით);

              ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს

2021 წლის 1 აპრილისა.

  1.  კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  1. თაი-ბრეიქი:

         გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების

შემთხვევაში:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. მოგებების მეტი რაოდენობა;
  3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
  4. კოიას სისტემა.
  5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)

 8.  გამარჯვებულნი:

     – 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე იმ

შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში;

– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ვაჟთა  81-ე

ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

– 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2021 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ევროპის

კონტინენტალურ ჰიბრიდულ ტურნირში.

9.  დაჯილდოება:

       – 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       – 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       – 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი: 25000 ლარი.

ადგ.პრიზი
18000 ლარი
26000 ლარი
34000 ლარი
 42700 ლარი
51800 ლარი
61200 ლარი
7800 ლარი
8500 ლარი

პრიზები არ იყოფა.

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.                                                                        

  10. საერთო წესები:

      – ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

      – ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

      – მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

         სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.

შესაბამისად (იხ. დანართი 2).

      – ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

        მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის   

        ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

        უკან დაუბრუნდება.

11. მონაწილეების ვალდებულებები:

       – კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და       

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.

– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის                       

ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.

– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

– მედია აქტივობები: ტექნიკური შეხვედრის დღეს და  ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის

მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა

და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე ინტერვიუებში. 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი სალომე სირაძე

დანართი 3

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).
  10. მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან ტექნიკურ შეხვედრაზე, 19 აპრილს 15:00 საათზე წარმოადგინონ “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი.
  11. ასევე, მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან VI ტურის დაწყებამდე, 26 აპრილს 14:00 საათამდე წარმოადგინონ “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი.
  12. ტურნირის დირექცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ტურნირის განრიგი “კოვიდ-19” პანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გათვალისწინებით.

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.