დღეს, ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საჭადრაკო საქველმოქმედო ტურნირი #გაბრიელისათვის

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ კეთილ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში და ითამაშა ქვეყნის წამყვან მოჭადრაკეებთან ერთად.

ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხა თამაში, მაგრამ თავისი წვლილი მაინც შეიტანა და დაეხმარა პატარა გაბრიელს.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად და მასში 80 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საპრიზო სამეული :

1. დავით ჯოჯუა – 8 ქულა;

2. კონსტანტინე შანავა – 7.5 ქულა;

3. ლევან ფანცულაია -7 ქულა;